ილონ მასკი ცდილობს, Dogecoin-ი „დედამიწის ვალუტად“ აქციოს

ილონ მასკი ცდილობს, Dogecoin-ი „დედამიწის ვალუტად“ აქციოს

მას შემდეგ, რაც Tesla, Inc.-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla ბიტკოინს აღარ მიიღებს, კრიპტოვალუტის ფასი საგრძნობლად შემცირდა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 20%-ით დაეცა. ასევე შემცირებულია Dogecoin-ის ფასიც.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-მ შესაძლოა, ამ წლის დასაწყისში შეძენილი $1 მილიარდზე მეტი ბიტკოინი გაყიდოს, აქვე შეგახსენებთ, რომ Tesla-მ უკვე გაყიდა ბიტკოინის ნაწილი, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ქმედება ბაზრის ლიკვიდურობის შესამოწმებლად განხორციელდა.

მასკის თქმით, საჭიროა, Dogecoin-ი „დედამიწის ვალუტად“ იქცეს. Twitter-ზე მასკი წერს, რომ აღნიშნულისთვის დაბალი გადასახადი და Dogecoin-ი დიდი მოცულობაა აუცილებელი. ამ  მესიჯით მან ინვესტორებს Dogecoin-ის შეძენისკენ უბიძგა. ცნობისთვის, თებერვალში მან განაცხადა, რომ მისი Dogecoin-თან დაკავშირებული არც ერთი პოსტი სერიოზულად არ უნდა იქნას აღქმული.

შეგახსენებთ, რომ Tesla-მ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა, რომ ის აპირებდა ბიტკოინის, როგორც გადახდის საშუალების მიღებას. ბიტკოინის მიღების შეწყვეტის მიზეზად მასკმა კლიმატური ცვლილებები დაასახელა და განაცხადა, რომ ბიტკოინის გამომუშავება ემისიების ყველაზე დიდ  წყაროს წარმოადგენს.  მიუხედავად ბიტკოინის ფასის შემცირებისა, გავცრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მას ალგორითმულად ყველაზე მოწესრიგებული კოდი აქვს.

What Bitcoin Did podcast-ის წამყვანმა პიტერ მაქკორმაკმა Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ილონ მასკს ტროლი უწოდა.

ბიტკონის მომხრეების თქმით, SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული განცხადებები უსაფუძვლო კრიტიკაა, რაც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებს აზიანებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.