მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

მიუხედავად იმისა, რომ კორონაპანდემია სპორტის მრავალ სახეობას შეეხო, სტადიონები – გულშემატკივრების, ათლეტები კი შემოსავლის გარეშე დატოვა, ზოგიერთი სპორტსმენისათვის 2020 წელი მაინც გამორჩეული აღმოჩნდა.

Forbes-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტის საერთო შემოსავალმა გასული 12 თვის განმავლობაში $1.05 მილიარდს მიაღწია, რაც 2019 წელთან შედარებით 28%-ით მეტია.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ COVID-19-ის გამო განსაკუთრებულად დაზარალდა სპორტის წამყვანი სახეობები  – მათ შორის, ფეხბურთი და კალათბურთი, რაც ჩასატარებელი შეხვედრების განახევრებულ და მეტად შემცირებულ რაოდენობებში გამოიხატა. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, შემოსავლების პირდაპირპროპორციულია.

გთავაზობთ გასული წლის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი  სპორტსმენის სიას:

კონორ მაკგრეგორი

სპორტის სახეობა: შერეული საბრძოლო ხელოვნება (MMA)

ასაკი: 32

შემოსავალი: $180 მილიონი

ლიონელ მესი

სპორტის სახეობა: ფეხბურთი

ასაკი: 33

შემოსავალი: $130 მილიონი

კრიშტიანუ რონალდუ

სპორტის სახეობა: ფეხბურთი

ასაკი: 36

შემოსავალი: $120 მილიონი

დაკ პრესკოტი

სპორტის სახეობა: ამერიკული ფეხბურთი

ასაკი: 27

შემოსავალი: $107.5 მილიონი

ლებრონ ჯეიმსი

სპორტის სახეობა: კალათბურთი

ასაკი: 36

შემოსავალი: $96.5 მილიონი

ნეიმარი

სპორტის სახეობა: ფეხბურთი

ასაკი: 29

შემოსავალი: $95 მილიონი

როჯერ ფედერერი

სპორტის სახეობა: ჩოგბურთი

ასაკი: 39

შემოსავალი: $90 მილიონი

ლუის ჰემილტონი

სპორტის სახეობა: FORMULA 1

ასაკი: 36

შემოსავალი: $82 მილიონი

ტომ ბრეიდი

სპორტის სახეობა: ამერიკული ფეხბურთი

ასაკი: 43

შემოსავალი: $76 მილიონი

კევინ დურანტი

სპორტის სახეობა: კალათბურთი

ასაკი: 32

შემოსავალი: $75 მილიონი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.