საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურ ჭრილში 5.9%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი ზრდამ 0.8% შეადგინა.
2024 წლის მარტთან შედარებით ფასები 9.0 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე ზრდამ 0.9 პროცენტი შეადგინა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება სასმელებზე (1.9 პროცენტი) და ძირითად ქიმიურ ნივთიერებებსა და ქიმიური პროდუქტებზე (10.1 პროცენტი).
პარალელურად, ფასების 3.6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე.
12-თვიან პერიოდში ჯგუფში – სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ფასები 19.7 პროცენტით გაიზარდა. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის შემთხვევაში კი ზრდამ 4.5 პროცენტი შეადგინა. ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში ფასებმა 9%-ით მოიმატა, ხოლო ჯგუფში – წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით, 8.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.