აპრილში საქართველოს ექსპორტი 10 პროცენტით გაიზარდა

აპრილში საქართველოს ექსპორტი 10 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის აპრილში 2021 წლის აპრილთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 10%-ით (38 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 25%-ით (191 მლნ დოლარით) გაიზარდა.

2022 წლის აპრილში საქართველოს საქონლის ექსპორტმა – 416 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 947 მლნ დოლარი შეადგინა.

აპრილის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -532 მლნ დოლარია, რაც 2021 წლის აპრილის უარყოფით ბალანსზე 153 მლნ დოლარით მეტია.

ოთხი თვის ჯამში, 2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 33%-ით, ხოლო იმპორტი 34%-ით გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ითაა გაზრდილი. ოთხი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -1 078 მლნ დოლარია, გასული წლის ოთხ თვეში -1 531 მლნ დოლარი იყო.

აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 მაისს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.