აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.4% შეადგინა – რა გაძვირდა?

აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.4% შეადგინა – რა გაძვირდა?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.4 პროცენტით განისაზღვრა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას — მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მან 2.3 პროცენტი შეადგინა. იგივე მაჩვენებელი, თამბაქოს გამორიცხვით, ასევე 2.3 პროცენტზეა.

თვიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

წყარო: საქსტატი

უფრო კონკრეტულად, თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ხილი და ყურძენი გაძვირდა – ფასები გაიზარდა 5.2%-ით. გარდა ამისა, ტანსაცმელი 2.3%-ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 2.2%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო – 1.9%-ით, თევზეული და ზეთი/ცხიმი – თითოეული 1.5%-ით. აღსანიშნავია, რომ თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა – -2.1%.

წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

წყარო: საქსტატი

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად პირადი ნივთები გაძვირდა – ზრდამ 20.0% შეადგინა. შემდეგ მოდის ზეთი და ცხიმი – ფასები 18.2%-ით გაიზარდა, ბოსტნეული და ბაღჩეული – +16.5%, ყავა, ჩაი და კაკაო – +15.7%, შაქარი, ჯემი და ტკბილეული – +11.0%. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად კავშირგაბმულობა გაიაფდა – -12.4%.