Aramco-ს საბაზრო კაპიტალიზაცია Apple-ის ღირებულებას უახლოვდება

Aramco-ს საბაზრო კაპიტალიზაცია Apple-ის ღირებულებას უახლოვდება

მსოფლიოს ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციისათვის რბოლაში ნავთობის გიგანტი Saudi Aramco Apple-თან ჩამორჩენას თანდათან ამცირებს. გასული კვირის განმავლობაში, Saudi Aramco-ს აქციათა ფასები 15%-ით გაიზარდა და კომპანიის საბაზრო კაპიტალის ღირებულებამ 2.3 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის მიზეზი კი ნავთობის გაზრდილი ღირებულებაა. ცნობისათვის, ბარელი ნავთობის ფასი 2008 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელზეა.

სანაცვლოდ, ამერიკული გიგანტის, Apple-ის აქციათა ფასები წელს უკვე 9%-ით შემცირდა, რამაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.6 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლა. შესაბამისად, Saudi Aramco-ს ამერიკულ ტექგიგანტთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის მიმდინარე საბაზრო კაპიტალიზაციაზე  გადასასწრებად Aramco-ს კიდევ 10%-იანი ზრდა სჭირდება, გეოპოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, სავარაუდოდ ეს ჩამორჩენაც მალე აღმოიფხვრება.

ენერგორესურსების ფასები მერყევია, რასაც რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ეფექტიც ემატება. ამიტომ, ნავთობის ფასების დასტაბილურება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

Saudi Aramco მსოფლიოს უმდიდრესი კომპანია ბოლოს 2020 წლის სექტემბერში იყო, როდესაც გლობალური ბაზარი პანდემიისაგან აღდგენის პროცესში იმყოფებოდა. თუმცა, მას შემდეგ Apple-მა Aramco-სთვის გადასწრება შეძლო და მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიის ტიტულსაც ატარებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *