21 ნოემბერს საქართველოს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ჯამურად ამ ოლქებში 1914 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
ცესკომ მეორე ტურისთვის საჭირო ასიგნებების შესახებ დოკუმენტი უკვე გამოსცა.
საარჩევნო ადმინისტრაციას მეორე ტურის ორგანიზება და ჩატარება 8.6 მილიონი ლარი უჯდება. ამ თანხიდან ყველაზე მეტი რესურსი – 4.56 მლნ ლარი საარჩევნო ადმინისტრაციასა და უბნებზე დასაქმებულთა ანაზღაურებაზე მიიმართება. საარჩევნო საჭირობების საქონელსა და მომსახურებაზე კი 2.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.
არევნების პირველი ტურის ჩატარებისთვის ცესკომ 32 მილიონი ლარი დახარჯა. ამასთან, საარჩევნო სუბიექტებმა სახელმწიფოსგან სარეკლამო საეთერო დროის დაფინანსებისთვის 2.1 მილიონი ლარი მიიღეს, ხოლო პარტიების სხვა სახის სახელმწიფო დაფინანსებამ კი 7.2 მლნ ლარი შეადგინა.