აშშ-ის 10-წლიან სახაზინო ობლიგაციაზე განაკვეთი პირველად ისტორიაში 1%-ზე ნაკლები გახდა. მანამდე კი ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო ფონდმა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით პირველი საგანგებო სხდომა მოიწვია და არსებული განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა.
მსგავსი სახის გადაწყვეტლებებს როგორც წესი მაშინ იღებენ, როდესაც კაპიტალის ბაზრებზე ექსტრემალური პირობები იქმნება.
Bloomberg-ის ცნობით, პირველადი ნიშნები, ბოლო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების შედეგებთან დაკავშირებით არ არის მთლად ჯანსაღი. მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ ვერ ახდენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების მოგვარებას. განაკვეთის შემცირების მიზანი ეკონომიკაზე იმ ფინანსური ზეწოლების შესუსტება იყო, რაც შეიძლება კორონავირუსმა გამოიწვიოს. თუმცა, საფონდო ბირჟებზე შექმნილი ვითარება გვაჩვენებს, რომ ჯერ ზეწოლის შემსუბუქება ვერ მოხერხდა.