აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის მოზარდებში დასაშვებად ცნო

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის მოზარდებში დასაშვებად ცნო

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის მოზარდებში დასაშვებად ცნო, რაც შტატებს – CDC-ის გადაწყვეტილების შემდეგ – საშუალებას მისცემს, რომ მოსწავლეთა ნაწილი ახალ სასწავლო წლამდე, შემოდგომამდე, აიცრას.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მთელი ქვეყნის მოსახლეობის ძალისხმევის გაძლიერებას კორონავირუსთან საბრძოლველად.

ახლა ჯერი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზეა (CDC), რომლის წარმომადგენლებიც საკითხის განსახილველად ოთხშაბათს შეიკრიბებიან. იმუნიზაციის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ვაქცინის დისტრიბუცია მოზარდებზე ამავე კვირაში დაიწყება.

ცნობისთვის, Pfizer-BioNTech-ის მარტის კვლევებზე დაყრდნობით, მოზარდებში ვაქცინა 100%-ით ეფექტიანია. ცდებში მონაწილეობა 2 000-მა სუბიექტმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პოპულაციის 20%-ს სწორედ ბავშვები შეადგენენ. თავის მხრივ, წარმატებული იმუნიზაციის მისაღწევად ქვეყანამ მოსახლეობის 70%-85% უნდა აცრას. შესაბამისად, მოზარდების ჩართულობა პროცესში უმნიშვნელოვანესია.