გასული წლის მარტის შემდეგ პირველად, ინგლისში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

გასული წლის მარტის შემდეგ პირველად, ინგლისში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

10 მაისს, ორშაბათს, 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად, ინგლისში არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გარდაცვლილა. ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ეტაპობრივად სტაბილურდება შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც, სადაც სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი 0-ს უახლოვდება. რაც შეეხება უელსს, ბოლო მონაცემებით COVID-19-ით მხოლოდ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა წლის ანალოგიურ დროსთან შედარებით გაუმჯობესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს.

ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში ვირუსით ჯამში 126 605 პაციენტი დაიღუპა. რთული წლისა და უამრავი რეგულაციის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება უკვე დაწყებულია, რაც უპირველესად წარმატებულ იმუნიზაციას უკავშირდება – კერძოდ, ყოველი 100 მოქალაქიდან 79 სრულად აცრილია.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებამ პიკს იანვარში მიაღწია, როცა დღიური შემთხვევების საშუალო რაოდენობა 70 000 იყო. აღნიშნული მაჩვენებელი ამჟამად 2 000-მდეა შემცირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *