აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტები - Forbes-ის რეიტინგი

აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტები - Forbes-ის რეიტინგი

სექტემბრის დადგომასთან და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მსოფლიოს წამყვანმა ბიზნესგამოცემამ, ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი შეადგინა, რომლის პირველი ადგილი „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა“ დაიკავა. მასაჩუსეტსში მდებარე ეს უნივერსიტეტი საუკეთესოა, როგორც რენტაბელურობის, ასევე კურსდამთავრებულთა ცოდნის ხარისხითა და ანტრეპრენიორობის კუთხით.

თუმცა, წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების სიაში მხოლოდ კერძო სასწავლებლები არ მოხვედრილან – პირიქით, Forbes-ის წლევანდელ რეიტინგში ძალიან ბევრი სახელმწიფო უნივერსიტეტი მოხვდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კალიფორნიის საჯარო საუნივერსიტეტო ქსელი, რომელიც აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში პირველ ოცდახუთეულში – ექვსით, ხოლო ასეულში – რვა უნივერსიტეტითაა წარმოდგენილი.

ისე კი, აუცილებლად უნდა აღინიშნოს შედარებით მცირე ზომის კერძო კოლეჯების, მათ შორის Duke University-ის, Rice University-ისა და Williams College-ის აღზევება. თუმცა, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ იმ სახელგანთქმულ უნივერსიტეტებზე, რომელთაც წლევანდელ რეიტინგში პოზიციები დაკარგეს – ასეთებია „ჰარვარდისა“ და „იელის“ უნივერსიტეტები.

ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო უნივერსიტეტების წლევანდელი რეიტინგის შედგენისას, Forbes-ი დაეყრდნო, როგორც უკუგებას ინვესტიციაზე, ასევე სტუდენტების შედეგებს. ამასთანავე, მნიშვნელოვან ფაქტორებს შორისაა უნივერსიტეტის დროული დამთავრების მაჩვენებელი, ხელფასისა და ვალდებულებების თანაფარდობა და დასაქმების მაჩვენებელი.

ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგს, რომელზეც ამერიკულმა Forbes-მა იმუშავა, ჟურნალის ქართულენოვანი რედაქცია უცვლელად გთავაზობთ.

ადგილი #1: Massachusetts Institute of Technology

შტატი: მასაჩუსეტსი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $53,162

„მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ გლობალური კვლევითი უნივერსიტეტია, რომელშიც ყოველწლიურად მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი და ნიჭიერი სტუდენტები ხვდებიან. თუმცა, MIT-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა, მაინც მისი კვლევითი პოტენციალია – გასულ წელს, მაგალითად, უნივერსიტეტის მკვლევრებმა 439 პატენტი დაარეგისტრირეს, ხოლო უნივერსიტეტის ბაზაზე 25 კომპანია დაფუძნდა.

აღსანიშნავია, რომ „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ სტუდენტებისა და პროცესების მიმართ არსებული მიდგომითაც გამოირჩევა – უნივერსიტეტის STEM-მიმართულებებზე კონცენტრირების მიუხედავად, თითოეული სტუდენტი ვალდებულია, ლაბორატორიის ფუნქციონირებაში გაერკვეს და ცურვით 100-იარდიანი დისტანცია დაფაროს.

MIT-ის კურსდამთავრებულთა შორის არიან ნობელიანტი ფიზიკოსი, რიჩარდ ფეინმანი, არქიტექტორი იუჰ მინ პეი და იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი.

ადგილი #2: Stanford University

შტატი: კალიფორნია
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $54,547

„სტენფორდის უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი, მისი მდებარეობაა – უნივერსიტეტი კალიფორნიის შუაგულში, სილიკონ-ველიზე მდებარეობს. სასწავლებლის აკადემიურ მიმართულებებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია STEM-მიმართულება, რომელმაც ნობელის პრემიის, ტურინგის ჯილდოს და ფილდსის მედლის არაერთი ლაურეატი აღზარდა. ამასთანავე, „სტენფორდის“ კურსდამთავრებულთა შორის არიან  სილიკონ-ველის წამყვანი ინჟინრები და გამომგონებლები.

„სტენფორდის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებულთა შორის არიან მილიარდერი ვენჩურული კაპიტალისტი პიტერ ტილი, ინსტაგრამის თანადამფუძნებელი კევის სისტრომი, სენატორი კორი ბუკერი და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პირველი მოსამართლე ქალი, სანდრა დეი ო’კონორი.

ადგილი #3: University of California, Berkeley

შტატი: კალიფორნია
ორგანიზაციის ტიპი: საჯარო
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $18,831

„კალიფორნიის უნივერსიტეტი“ ის საჯარო სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით არაერთ უნივერსიტეტს ფლობს და თან, თითოეული მათგანი გამორჩეულია და მსგავს რეიტინგებში მუდმივად მოწინავე პოზიციებს იკავებს. თუმცა, უნივერსიტეტების ამ ქსელს შორის გამორჩეულია ბერკლიში მდებარე კამპუსი, რომელიც ამერიკის ტექნოლოგიური და სოციალური ცვლილებების ერთგვარ ინკუბატორად მიიჩნევა. სწორედ ბერკლის კამპუსის პროფესორ-მასწავლებლებს უკავშირდება ვიტამინ E-სა და ვიტამინ K-ს აღმოჩენა, ისევე როგორც ატომური ბომბისა და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა.

თუმცა, წმინდა აკადემიური მიღწევების გარდა, „ბერკლი“ განსაკუთრებული სოციალური გავლენითაც გამოირჩევა, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში, სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოსვლების ფონზე ჩაეყარა. მას მერე, სოციალური აქტივიზმის ტრადიცია „ბერკლის“ განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზეც აისახება, რომელთაგან ოთხი – პულიცერის ჯილდოს ლაურეატია.

ადგილი #4: Princeton University

შტატი: ნიუ-ჯერსი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $55,465

„პრინსტონის უნივერსიტეტი“, რომელიც ამერიკის რიგით მეოთხე ყველაზე ძველი უნივერსიტეტია, ქვეყნის წამყვან კვლევით დაწესებულებად მიიჩნევა. ამასთანავე, „პრინსტონი“ ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი უნივერსიტეტია სტუდენტებისთვის მიცემული დაფინანსების მიხედვით – იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახების წლიური ჯამური შემოსავალი $65 ათასზე ნაკლებია, „პრინსტონი“ სწავლისა და ცხოვრების სრულ დაფინანსებას სთავაზობს. ამასთანავე, „პრინსტონი“ 100%-ით აფინანსებს ყველა იმ საერთაშორისო სტუდენტს, რომელსაც დაფინანსების საჭიროების დამტკიცება შეუძლია.

„პრინსტონის“ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის თვრამეტი ნობელიანტია.

ადგილი #5: Columbia University

შტატი: ნიუ-იორკი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $57,642

„კოლუმბიის უნივერსიტეტი“ მსოფლიოს ფინანსურ ცენტრში, ნიუ-იორკში, კუნძულ მანჰეტენზე მდებარეობს, რაც ამ სასწავლო დაწესებულებას და მის სტუდენტებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. თავად ეს გამოცდილება, აკადემიურ პოლიტიკაზეც აისახება – „კოლუმბიის“ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე მხოლოდ შვიდი სტუდენტი მოდის. ამასთანავე, „კოლუმბიის უნივერსიტეტი“ კვლევებში ყოველწლიურად თითქმის $1 მილიარდს აბანდებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კურსდამთავრებულებით „კოლუმბია“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უნივერსიტეტია მსოფლიოში – ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ეს უნივერსიტეტი აშშ-ის ხუთ დამფუძნებელ მამას, ოცდათოთხმეტ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლეს აქვს დამთავრებული.

ადგილი #6: University of California, Los Angeles

შტატი: კალიფორნია
ორგანიზაციის ტიპი: საჯარო
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $15,461

ადგილი #7: Williams College

შტატი: მასაჩუსეტსი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $53,164

ადგილი #8: Yale University

შტატი: კონექტიკუტი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $59,134

ადგილი #9: Duke University

შტატი: ჩრდილოეთ კაროლინა
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $50,914

ადგილი #10: University of Pennsylvania

შტატი: პენსილვანია
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $54,019

ადგილი #11: Northwestern University

შტატი: ილინოისი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $50,310

ადგილი #12: Rice University

შტატი: ტეხასი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $47,887

ადგილი #13: Vanderbilt University

შტატი: ტენესი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $47,344

ადგილი #14: Dartmouth College

შტატი: ნიუ-ჰემფშირი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $52,627

ადგილი #15: Harvard University

შტატი: მასაჩუსეტსი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $57,877

ადგილი #16: Cornell University

შტატი: ნიუ-იორკი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $47,644

ადგილი #17: University of California, San Diego

შტატი: კალიფორნია
ორგანიზაციის ტიპი: საჯარო
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $18,530

ადგილი #18: Johns Hopkins University

შტატი: მერილენდი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $48,768

ადგილი #19: Brown University

შტატი: როდ-აილენდი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $49,831

ადგილი #20: University of Chicago

შტატი: ილინოისი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $44,947

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *