აშშ-ის უმსხვილესი გაზეთები რეიტინგი ტირაჟის მიხედვით

აშშ-ის უმსხვილესი გაზეთები რეიტინგი ტირაჟის მიხედვით

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამერიკელთა სრული უმრავლესობა (80%) ახალ ამბებს სხვადასხვა ტიპის ციფრული არხებიდან, მათ შორის ვებგამოცემებიდან, სხვადასხვა აპლიკაციებიდან, პოდკასტებიდან და სოციალური მედიიდან იღებს, ბეჭდური გამოცემები ჯერ კიდევ პოპულარულია.

თუმცა, ტექნოლოგიურ განვითარებასთან და საზოგადოების გაციფრულებასთან ერთად, ამერიკული ბეჭდური გამოცემების ტირაჟი წლიდან წლამდე იკლებს. ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი გაზეთების რეიტინგში, რომელზეც Visual Capitalist-მა Press Gazette-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით იმუშავა, მხოლოდ ერთი გაზეთია, რომლის ტირაჟი წლიდან წლამდე გაიზარდა – ფლორიდის ქალაქ ვილეჯში, პენსიონერთა დასახლებაში დაფუძნებული The Villages Daily Sun-ი.

საინტერესოა, რომ დღევანდელ რეალობაში, ამერიკაში დღეში საშუალოდ 24 მილიონი ერთეული გაზეთი იბეჭდება – შეიძლება, რომ ეს რიცხვი კვლავაც დიდი იყოს, მაგრამ მას წარსულს თუ შევადარებთ, შემცირების ტენდენციას აღმოვაჩენთ. ცნობისთვის გეტყვით, რომ 1980-იან წლებში, ამერიკაში 64 მილიონი ერთეული გაზეთი იყიდებოდა. საერთო ჯამში, წამყვანი ოცდახუთი ამერიკული გაზეთის ტირაჟი, წლიდან წლამდე, 12%-ითაა შემცირებული.

თუმცა, ბეჭდურ გამოცემებზე არსებული მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, გაზეთები კვლავაც რჩება ახალი ამბების პოპულარულ წყაროდ არამხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ საზღვრებს გარეთაც. აი, The New York Times-ს, მაგალითად, გლობალურად ცხრა მილიონი გამომწერი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ 2005 წლიდან დღემდე, ამერიკაში 2500 გამოცემა დაიხურა და მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის, ეს ტენდენცია ამერიკული გამოცემების მესამედს შეეხება. საინტერესოა, რომ ამ მიმართულებით ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ამერიკის გარშემო მიმოფანტული მცირე კომუნების მაცხოვრებლები დგანან.

ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი გაზეთების რეიტინგის პირველ ათეულს, რომელზეც Visual Capitalist-მა იმუშავა Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ.

#1: The Wall Street Journal
ყოველდღიური საშუალო ტირაჟი: 697.4 ათასი
ცვლილება წ/წ: -11%

#2: The New York Times
ყოველდღიური საშუალო ტირაჟი: 329.7 ათასი
ცვლილება წ/წ: -9%

#3: USA Today
ყოველდღიური საშუალო ტირაჟი: 159.2 ათასი
ცვლილება წ/წ: -13%

#4: The Washington Post
ყოველდღიური საშუალო ტირაჟი: 159 ათასი
ცვლილება წ/წ: -12%

#5: The New York Post
ყოველდღიური საშუალო ტირაჟი: 146.6 ათასი
ცვლილება წ/წ: -2%

#6: The Los Angeles Times
ყოველდღიური საშუალო ტირაჟი: 142.3 ათასი
ცვლილება წ/წ: -14%

#7: Chicago Tribune
ყოველდღიური საშუალო ტირაჟი: 142.3 ათასი
ცვლილება წ/წ: -16%

#8: Star Tribune
ყოველდღიური საშუალო ტირაჟი: 103.8 ათასი
ცვლილება წ/წ: -9%

#9: Tampa Bay Times
ყოველდღიური საშუალო ტირაჟი: 103.8 ათასი
ცვლილება წ/წ: -9%

#10: Newsday
ყოველდღიური საშუალო ტირაჟი: 97.1 ათასი
ცვლილება წ/წ: -12%

ფოტო: Visual Capitalist
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *