აშშ-მა COVID-19-ის სამი სხვადასხვა ვაქცინის დასაწყობება დაიწყო

აშშ-მა COVID-19-ის სამი სხვადასხვა ვაქცინის დასაწყობება დაიწყო

აშშ-მა უკვე აწარმოა და დაასაწყობა COVID-19-ის ასიათასობით ვაქცინა, იმ იმედით, რომ რომელიმე მაინც იქნება ეფექტური სამომავლოდ, რაც ქვეყანას პანდემიის დაძლევაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ არცერთი ზემოთ ხსენებული ვაქცინა ჯერ არ არის ავტორიზებული. როგორც კი FDA ლიცენზიას გასცემს, აღნიშნული ვაქცინები უკვე სადისტრიბუციოდ გაეშვება.

თუმცა, ვაქცინაზე მომუშავე სამ კომპანიას აშშ-ის მთავრობამ უკვე გადაუხადა საჭირო თანხა წარმოების პროცესისთვის. ამასთან, აღნიშნული ვაქცინების მწარმოებელი სამივე კომპანიის სახელი უცნობია.

ცნობისთვის, მაღალჩინოსნების ინფორმაციით, აშშ-ს სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ოთხი განსხვავებული ვაქცინა სატესტო რეჟიმში ექნება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისის შუა რიცხვებში $10 მილიარდიანი პროექტი აამოქმედა, რომლის მიზანსაც 2020 წლის ბოლოსთვის მინიმუმ 300 მილიონი ვაქცინის დისტრიბუცია წარმოადგენს.

გლობალურად ამ დროისთვის ათობით კომპანია მუშაობს ვაქცინის შემუშავებაზე. მათი დიდი ნაწილი შემოწმების პირველ ეტაპზეა. ხოლო მესამე ეტაპზე იმყოფებიან კომპანია Moderna-ს და ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის კანდიდატები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.