აშშ-ში დაზარალებული ბიზნესების დაფინანსების პროგრამა შესაძლოა $4 ტრილიონამდე ავიდეს

აშშ-ში დაზარალებული ბიზნესების დაფინანსების პროგრამა შესაძლოა $4 ტრილიონამდე ავიდეს

კორონავირუსის შედეგად დაზარალებული აშშ-ის ეკონომიკის დასახმარებლად საჭირო ფინანსური პროგრამების ღირებულება შესაძლოა 4 ტრილიონ დოლარამდე ავიდეს. ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა.

მნუჩინის თქმით, მასტიმულირებელი მცდელობების ფარგლებში ხაზინამ და ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა ერთად უნდა იმუშავონ, რათა ბიზნესების ლიკვიდურობა გაზარდონ.

აღსანიშნავია, რომ ფედერალურმა სარეზერვო სამსახურმა უკვე დაიწყო რამდენიმე პროგრამა ფულადი ნაკადების შენარჩუნებისთვის, რომელიც ძირითადად საფინანსო სექტორს ეხება.

გარდა ამისა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 10 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო, რომელიც ბიზნესების მცირევადიან დაფინანსებებს მოხმარდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *