კიბერდანაშაულის ყველაზე გავრცელებული ტიპები აშშ-ში - რეიტინგი

კიბერდანაშაულის ყველაზე გავრცელებული ტიპები აშშ-ში - რეიტინგი

ხშირად, როდესაც ონლაინპლატფორმა მედიასა და მის მომხმარებლებს კერძო მონაცემების საჯარო სივრცეში გაჟონვის შესახებ ამცნობს, ფინანსურ მონაცემებსა და პაროლებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, რადგან ეს ის ინფორმაციაა, რომლის უსაფრთხოება, როგორც წესი, ადამიანებს ყველაზე მეტად აღელვებთ, – ამგვარ მოსაზრებას აყალიბებს Statista-ს დატა-ჟურნალისტი, ფელიქს რიხტერი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჯარო სივრცეში გაჟონილი და უადგილო ადგილას მოხვედრილი პირადი მონაცემები ერთგვარი ოქროს საწმისია თაღლითებისთვის, სპამერებისა და სხვა სახის ინტერნეტ-კრიმინალებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ბოლო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ წელს, ფიშინგის, ვიშინგისა და სმიშინგის შეტევებს 300 ათასი ამერიკელი ემსხვერპლა – ამგვარად, კიბერდანაშაულის ეს ტიპები აშშ-ში ყველაზე გავრცელებული იყო. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში კიბერდანაშაულის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტიპების რეიტინგში მოწინავე პოზიციები უჭირავს იდენტობის ქურდობასა და ფულის გამოძალვას. ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ რეიტინგში შემავალი კიბერთაღლითური გზებით, ადამიანებმა $4 მილიარდის მოცულობის აქტივები დაკარგეს.