ამერიკულმა კომპანიებმა, Raytheon Technologies-მა და Northrop Grumman-მა წარმატებით გამოსცადეს უახლესი ტაქტიკური ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელსაც ისინი ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის, 2019 წელს გაფორმებული $200-მილიონიანი კონტრაქტის ფარგლებში აწარმოებენ. ცნობისთვის, კომპანიებს ისეთი ფრთიანი რაკეტის შექმნა სურთ, რომელიც ბგერის სიჩქარეზე ხუთჯერ და უფრო სწრაფადაც იმოძრავებს.
გამოცდისას რაკეტა საჰაერო ხომალდიდან გაუშვეს, რის მერეც, პირდაპირი დინების საჰაერო რეაქტიული ძრავის დახმარებით, მისი სიჩქარე ჰიპერბგერითი სიჩქარის ბარიერს, Mach 5-ს გასცდა.