ავეჯის კომპონენტების კომპანია „ელთიბიმ“ ავსტრიული ბრენდების ვორქშოფი თ. ერისთავის 21 ნომერში მდებარე სათავო ოფისში გამართა. ღონისძიებაზე ავეჯის მწარმოებელი უმსხვილესი ბრენდი – BLUM-ი და საფასადე მასალების მწარმოებელი წამყავი ბრენდი — EGGER-ი იყო წარმოდგენილი.
„ავეჯის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა მსოფლიოში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ავეჯის კომპონენტების მწარმოებლები მუდმივად იკვლევენ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ავეჯის მომხმარებელთა ქცევას და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავითარებენ პროდუქციას, რომ ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის განუმეორებელი კომბინაციით მაქსიმალურად კომფორტული გახადონ ნებისმიერი ტიპის სივრცე. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს, სწორედ ამიტომ, ვორქშოფზე წარმოდგენილ ორ უმსხვილეს ბრენდს „ელთიბი“ ექსკლუზიურად სთავაზობს თავის მომხმარებელს“ – სანდრო მელანაშვილი, კომერციული სამსახურის ხელმძღვანელი.
Blum-ისა და EGGER-ის წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებოდნენ, მათ კომპანია „ელთიბიმ“, როგორც ექსკლუზიურმა პარტნიორმა, უმასპინძლა. ავსტრიული ბრენდების ვორქშოფზე მსოფლიო მასშტაბის ბრენდების წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაცია, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ახალი პროდუქცია, მსოფლიო ბაზარზე არსებული ტრენდები და სამომავლო გეგმები, რის შემდეგაც, მონაწილეებს ჩაუტარდათ მასტერკლასი და თავად შეძლეს BLUM-ის უჯრის ახალი სისტემის – MERIVOBOX-ის აწყობა და მონტაჟი EGGER-ის საფასადე მასალებზე.
„ვორქშოფზე ჩვენი კომპანიის ახალი პროდუქცია გვქონდა წარმოდგენილი. ჯიბისებრი კკარის სისტემა სივრცის ახალი კონცეფციისთვის — REVEGO. ეს არის გამოსავალი სივრცეების დასაყოფად. იდეალურია მოცულობითი საგნების დასაფარად. მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ, თავად აეწყოთ უჯრის ახალი სისტემა — MERIVOBOX, რომელიც უზრუნველყოფს მარტივ წარმოებას და გთავაზობთ მრავალფეროვნებას.“ — ჯაღატაი სიფჯი, Blum-ის კავკასიის ექსპორტ მენეჯერი.
რაც შეეხება კომპანია EGGER-ს, ვორქშოფზე ბრენდის ყველაზე ტრენდული საფასადე და საკარკასე მასალები, ასევე სამზარეულოს ზედაპირები და კედლის პანელები იყო წარმოდგენილი.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მოგვეცა. „ელთიბისთან“ დიდხნიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. ვამაყობთ, რომ ამ კომპანიის პარტნიორები ვართ. ჩვენ ავეჯისა და ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით ვმუშაობთ. ვორქშოფზე წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია. „ელთიბისთან“ თანამშრომლობა კი კიდევ უფრო გავამყარეთ.“ — ელიზ არსლანი, EGGER-ის კავკასიის ექსპორტ მენეჯერი.
ვორქშოფზე წარმოდგენილი ავსტრიული ბრენდების პროდუქცია მომხმარებელს პრემიუმ ხარისხთან ერთად, დახვეწილ, ელეგანტურ, ესთეტიკურ დიზაინს სთავაზობს, რის გამოც, ინტერიერის დიზაინერებისთვის საუკეთესო არჩევანია.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებს ხარისხიანი, ვიზუალური ესთეტიკით გამორჩეული პროდუქცია შევთავაზო, რომლის დიზაინი უძლებს დროს და მუდმივად აქტუალურია. „ელთიბი“-ში წარმოდგენილი მსოფლიო მასშტაბის ბრენდების პროდუქციის ასორტიმენტი სრულ თავისუფლებას მაძლევს დიზაინერული თვალსაზრისით.“ – სოფიო შეწირული, კომპანია „კრეადამოს“ ინტერიერის დიზაინერი.
ღონისძიების დასასრულ, ვორქშოფზე მოწვეულ ყველა სტუმარს გადაეცა მონაწილეობისა და მიღებული გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატი და ბრენდირებული სასაჩუქრე ნივთები.
„უკვე მესამე წელია „ელთიბის“ მიერ ორგანიზებულ ვორქშოფზე დავდივარ. დღევანდელი ვორქშოფიც, ტრადიციულად, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, ვინაიდან, Blum-ის უჯრის ახალი სისტემის სპეციფიკაციებსა და მონტაჟის თავისებურებებს გავეცანი, ამასთან, ბრენდის წარმომადგენლებმა გვაჩვენეს სათავსოს მოწყობის სამი მოდელი, რომელთაგან ერთ-ერთი მომხმარებელს განსაკუთრებულად ორგანიზებულ სივრცეს სთავაზობს. აღნიშნული ვორქშოფებით „ელთიბი“ საშუალებას გვაძლევს, ავეჯის ინდუსტრიის მსოფლიო ბაზრის სიახლეებსა და ტრენდებს გავეცნოთ და ავიმაღლოთ კვალიფიკაცია.“ – გიორგი ლოლიშვილი, კომპანია TMG-ის დამფუძნებელი.
გარდა ავსტრიული ბრენდებისა, „ელთიბის“ გუნდმა ღონისძიებაზე წარადგინა ფასადების ახალი კოლექციის პრეზენტაციაც. მნიშვნელოვანია, რომ ფასადების წარმოების პროცესები დაიხვეწა, შესაბამისად, მომხმარებელს ნაკლები ძალისხმევა სჭირდება სასურველი ფასადის არჩევისა და შეკვეთისათვის. ამასთან, კომპანიამ 2023 წელს გამართა ავტომატიზებული სამღებრო ლაბორატორია, რის შედეგადაც, ფერის მიღებისა და ფასადების შეღებვის პროცესი გაცილებით უფრო ზუსტი და მარტივი გახდა. კოლექცია ასევე მოიცავს ფასადების ახალ კონცეფციას, რომლებიც ფერადი მერქანბოჭკოვანი ფილისა (ე.წ. მდფ) და ხის ანათალის განუმეორებელი კომბინაციაა და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც სრულიად უნიკალური პროდუქციაა. ფერადი MDF მსოფლიოს ავეჯის ინდუსტრიისათვის ნაცნობი ნედლეულია, თუმცა ხის ანათალთან ერთად ფასადების შექმნის პროცესში გამოყენება „ელთიბის“ წარმოების გუნდის იდეაა, რომელიც დასრულებული პროექტის სახით იხილეს ვორქშოფზე მიწვეულმა სტუმრებმა. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ფასადების ახალი კოლექციის კატალოგზე, რომელიც ექსკლუზიური პროდუქციის ყველა მოდელს მოიცავს და მომხმარებელს ფასადების აღქმას, მის შერჩევასა და სხვადასხვა პროექტში გამოყენებას გაუმარტივებს.
ღონისძიებამ უკვე ყოველწლიური ხასიათი მიიღო. „ელთიბი“, როგორც კომპეტენციის ცენტრი ავეჯის კომპონენტების ბაზარზე, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ხარისხიანი ავეჯის წარმოებას საქართველოში, სწორედ ამიტომ, პარტნიორ კომპანიებსა და ინტერიერის დიზაინერებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმაონ ცოდნა, უკეთ შეისწავლონ სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია და ამ გზით, დააგროვონ მეტი გამოცდილება. S