ავიაინდუსტრია უპრეცედენტო ზარალს განიცდის

ავიაინდუსტრია უპრეცედენტო ზარალს განიცდის

საზღვრები ჩაკეტილია. მოგზაურობა აკრძალულია. მილიარდობით ადამიანი კარანტინშია. პანდემიამ „უპრეცედენტო შოკი“ მიაყენა ავიაკომპანიებს და წინ ჯერ კიდევ უდიდესი გამოწვევაა. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია აცხადებს (IATA).

მთელ მსოფლოში არსებული შეზღუდვების გამო, საჰაერო მგზავრობებზე მოთხოვნა ბუნებრივად შემცირდა. დაახლოებით ორი მილიონი ავიარეისი გაუქმდა. IATA-ს მონაცემებით, ინდუსტრია 2020 წელს, $252 მლრდ-ის ოდენობის ზარალს განიცდის. 

მნიშვნელოვანი ფაქტები:

  • American Airlines-ი აშშ-ის მთავრობისგან $12 მლრდ-ის დახმარებას ითხოვს.
  • გერმანიის ფრანკფურტის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა 90.7%-ით დაეცა.
  • British Airways-მა ყველა რეისი შეაჩერა ლონდონის გათვიკის აეროპორტიდან, ხოლო ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან ავიარეისების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
  • გუშინ ავიაკომპანია EasyJet-მა განაცხადა, რომ მან მთლიანად შეწყვიტა მუშაობა და ყველა რეისი შეაჩერა.
  • გასულ კვირას აშშ-ის კონგრესმა $50 მლრდ-ის ავიაკომპანიების დასახმარებლად გამოყოფის შესახებ განაცხადა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *