ავიაკომპანიები მგზავრებს პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებენ

ავიაკომპანიები მგზავრებს პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებენ

პირბადეები მგზავრობისას აუცილებელი აქსესუარი ხდება. ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში უწევთ მგზავრობა, ავიაკომპანიები მოუწოდებენ გამოიყენონ სახის დამცავი საშუალებები.

მათ შორის არიან:
ამერიკული დაბალ ბიუჯეტური ავიაკომპანია JetBlue Airways, რომელიც მომხმარებლებს სთხოვს გაიკეთონ პირბადეები 4 მაისიდან ფრენისას. “ეს ახალი ეტიკეტია ფრენისას“, – განაცხადა ავიაკომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა საოპერაციო ოფიცერმა ჟოანა გარათიმ.

ახალი წესების მიხედვით, მოგზაურებს უნდა ჰქონდეთ დაფარული ცხვირის და პირის არე რეისზე რეგისტრაციის, ბორტზე ასვლის, ფრენისას და ბორტის დატოვების დროსაც. ასევე ავიაკომპანია მოუწოდებს მგზავრებს პირბადე ეკეთოთ აეროპორტის დატოვებამდეც.

American Airline-–ში კი ორშაბათს განაცხადეს, რომ ისინი მგზავრებს დაურიგებენ პირბადეებს ბორტზე ასვლის დროს. ეს მაისის დასაწყისიდან განახლებულ რეისებს შეეხება. “ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მომხმარებლების კეთილდღეობაზე, რათა მათ თავი მშვიდად იგრძნონ ჩვენთან ერთად მგზავრობის დროს“, – განაცხადა ავიაკომპანიის ვიცეპრეზიდენტმა მომხმარებელთა საკითხებში კურტ სტაჩემ.

Delta Air Lines-მაც ორშაბათს გავრცელებულ მიმართვაში თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ მომხმარებლებს მოუწოდონ პირბადის გაკეთება ბილეთების დახლთან, გასასვლელთან და ბორტზე.

აღსანიშნავია, რომ სამოგზაურო შეზღუდვებმა, სახლში დარჩენის მოწოდებამ და ინფექციის გავრცელების შიშებმა ავიაკომპანიები მნიშვნელოვნად დააზარალა. ამერიკაში საჰაერო მგზავრობები 95%–ით შემცირდა. შიდა ფრენები მხოლოდ 12,5%–ითაა დატვირთული. ზოგიერთი შიდა რეისი მხოლოდ რამდენიმე მგზავრით სრულდება. ამიტომაც ავიაკომპანიები ქვეყნების მიერ საკარანტინე შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის პარალელურად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ აგრძობინონ მგზავრებს თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად ისევ.

ამ პროცესში ბევრი ავიაკომპანია აცხადებს უკვე, რომ ისინი ცვლიან წესებს, აუქმებენ შუა სკამს, აუქმებენ ასევე ბორტზე საკვებისა და სასმელის სერვისს, ცვლიან ბორტზე ასვლის პროცედურებს და ა.შ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *