2021 წლის 10 აპრილის მონაცემებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დაწყების შემდეგ (28 მარტიდან) თბილისის აეროპორტში ოპერირებას ახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები შემდეგი სიხშირით:
- „ბელავია“ – მინსკი, კვირაში 7 სიხშირით;
- „თურქიშ ეარვეისი“ – სტამბული, კვირაში 21 სიხშირით;
- „ეარ ბალტიკი“ – რიგა, კვირაში 2 სიხშირით;
- „პეგასუს ეარლაინსი“ – სტამბული, კვირაში 7 სიხშირით;
- „ლოტ პოლონეთის ავიახაზები“ – ვარშავა, კვირაში 6 სიხშირით;
- „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ – კიევი, კვირაში 5 სიხშირით;
- „ეარ ფრანსი“ – პარიზი კვირაში 1 სიხშირით;
- „სკაი აპი“ – კიევი, კვირაში 7 სიხშირით;
- „ჯორჯიან ეარვეისი“ – ამსტერდამი, კვირაში 1 სიხშირით;
- „ჯორჯიან ეარვეისი“/“ავიაკომპანია არმენია“ – ერევანი, კვირაში 5 სიხშირით;
- „ჯორჯიან ეარვეისი“ – ბერლინი, კვირაში 1 სიხშირით;
- „ჯორჯიან ეარვეისი“ – თელ-ავივი, კვირაში 2 სიხშირით;
- „ეარ არაბია“ – შარჟა, კვირაში 3 სიხშირით;
- „ფლაი დუბაი“ – დუბაი, კვირაში 7 სიხშირით;
- „არკია ისრაელის ავიახაზები“ – თელ-ავივი, კვირაში 2 სიხშირით;
- „ყატარის ავიახაზები“ – დოჰა, კვირაში 5 სიხშირით;
- „ლუფტჰანსა“ – მიუნხენი, კვირაში 4 სიხშირით;
- „ბუთა/აზერბაიჯანის ავიახაზები“ – ბაქო, კვირაში 3 სიხშირით;
- „აკ-ეარ ჯორჯია“ – ბათუმი, კვირაში 2 სიხშირით;
- „ეარ ასტანა“ – ალმატი, კვირაში 3 სიხშირით;
- „უზბეკეთის ავიახაზები“ – ტაშკენტი, კვირაში 2 სიხშირით;
ბათუმის აეროპორტში კი შემდეგი ავიაკომპანიები ოპერირებენ:
- „სკაი აპი“ – კიევი, კვირაში 2 სიხშირით;
- „არკია ისრაელის ავიახაზები“ – თელ-ავივი, კვირაში 4 სიხშირით;
- „ისრეარი“ – თელ-ავივი, კვირაში 7 სიხშირით;
- „თურქიშ ეარვეისი“ – სტამბული, კვირაში 2 სიხშირით;
- „აკ-ეარ ჯორჯია“ – თბილისი, კვირაში 2 სიხშირით;
- „ბელავია“ – მინსკი, კვირაში 2 სიხშირით;
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ის მგზავრების მიღებას 18 აპრილიდან დაიწყებს, როდესაც ავიაკომპანია „ვიზ ეარი“ საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას აღადგენს. პირველ ეტაპზე რეისები ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით შესრულდება, მაისიდან ეტაპობრივად დაემატება დორტმუნდისა და რიგის მიმართულებები, ხოლო შემდგომ პერიოდში ავიაკომპანია, ევროპაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კიდევ 13 მიმართულებით განაახლებს რეისებს.
გარდა ამისა, 2 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ფლაი არისტანი“, რომელიც რეგულარულ ფრენებს ნურ-სულთანის, აქტაუსა და ატირაუს მიმართულებით კვირაში სულ 6 სიხშირით განახორციელებს.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი Forbes Georgia-სთან აცხადებს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისიდან ქართულ საავიაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენცია შეინიშნება.
„გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ავიამიმართულებებისა, ივლისის თვიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი, ქართული საავიაციო ბაზრისათვის სრულიად ახალი ავიაკომპანია, „ევროვინგსი“ იწყებს ოპერირებას, რომელიც რეგულარულ ფრენებს დიუსელდორფის მიმართულებით შეასრულებს“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ავიაკომპანიები გეგმავენ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შეძლებისდაგვარად გაზარდონ ოპერირების სიხშირეები და მაქსიმალურად მალე დაუბრუნდნენ აქამდე არსებულ მონაცემებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განრიგების თანახმად, სეზონზე მოსალოდნელია ავიამიმოსვლის 40-45%-მდე აღდგენა, თუმცა ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.