ავიამიმოსვლის შემცირების მიუხედავად, ჩინეთში ახალ ავიაკომპანიას ქმნიან

ავიამიმოსვლის შემცირების მიუხედავად, ჩინეთში ახალ ავიაკომპანიას ქმნიან

ჩინეთი კორონავირუსის გამო შემცირებული ავია მიმოსვლის მიუხედავად, კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია იქმნება. ჩინური რიგით მეორე ყველაზე მსხვილი ავიახაზები China Eastern-ი აპირებს ახალი ავიაკომპანიის შექმნას, მან ამ მიზნისთვის რამდენიმე პარტნიორი შემოიკრიბა, მათ შორის ჩინეთის უმსხვილესი ონლაინ სამოგზაურო სააგენტო Trip.com.

BBC-ის ცნობით, ახალი ავიაკომპანია ფოკუსირებული იქნება კუნძულოვან ჰაინანის პროვინციაზე, სადაც რვა მილიონი ადამიანი ცხოვრობს და  რომელიც თავისუფალი ვაჭრობის ერთგვარი ჰაბია.

ბევრს აინტერესებს თუ როდის დაიწყებს ავიაკომპანია ოპერირებას, იმ ფონზე რომ საავიაციო ინდუსტრია გადარჩენისთვის იბრძვის. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია უცნობია. ავიაკომპანიას ცალკეული პროცედურების გავლა დასჭირდება, რათა მან ოპერირების ნებართვა მოიპოვოს.

როგორც ცნობილია, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი China Eastern-ის წილი ახალ ავიაკომპანიაში 51% იქნება, ახალ კომპანიას Sanya International Airlines-ს არქმევენ.

აღსანიშნავია, რომ ჰაინანი ჰონგ-კონგზე 30–ჯერ უფრო დიდია ფართობით. აღნიშნული რეგიონი ჩინეთში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და პოპულარულ ადგილს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ მას სურს კუნძული ქვეყნის უმსხვილეს თავისუფალი ვაჭრობის ზონად აქციოს. ოფიციალურმა პეკინმა ამ პროვინციაში საშემოსავლო გადასახადის შემცირების გეგმების შესახებაც განაცხადა ცალკეული პირებისა და კომპანიებისთვისაც. ასევე ტურისტებს და განსაკუთრებით ბიზნეს მოგზაურებს სავიზო მოთხოვნების შემსუბუქებას ჰპირდებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.