ბაიდენმა ტრამპთან შედარებით კამპანიის ფარგლებში $141 მილიონით მეტი თანხის შეგროვება შეძლო

ბაიდენმა ტრამპთან შედარებით კამპანიის ფარგლებში $141 მილიონით მეტი თანხის შეგროვება შეძლო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის კამპანიის ციფრული დირექტორის რობ ფლაჰერტის თქმით, სექტემბრის მონაცემებით, მათ $466 მილიონის შეგროვება შეძლეს, მაშინ როდესაც, აგვისტოში დაახლოებით $364 მილიონს ითვლიდნენ და ეს ნაწილობრივ დემოკრატების ყრილობის დამსახურებაა. ცნობისთვის, ტრამპის კამპანიის ფარგლებში რესპუბლიკელთა ეროვნულმა კომიტეტმა აგვისტოში $210 მილიონის შეგროვება, ხოლო სექტემბრისთვის $325 მილიონის შეგროვება მოახერხა. ამგვარად, ბაიდენის უპირატესობა ტრამპზე $141 მილიონს შეადგენს.

“ჩვენ გვაქვს რესურსები იმისათვის, რომ არამხოლოდ გავაფართოვოთ ჩვენი მოქმედების რუკა, არამედ კიდევ უფრო ღრმად შევიდეთ ამ შტატებში“, – განაცხადა ბაიდენის კამპანიის მენეჯერმა იენ ომალეი დილონმა.

რაც შეეხება ტრამპს, მისი კამპანიის ყოფილმა მენეჯერმა ბრედ პარსკალემ $800 მილიონი დახარჯა $1.1 მილიარდიდან, რომელიც 2019 წლის დასაწყისიდან 2020 წლის ივლისამდე შეგროვდა. შედეგად, აგვისტოში ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელებმა ცოტათი უკან დაიხიეს და რეკლამებში ხარჯები შეამცირეს. ამიტომაც გასულ თვეს ბაიდენი ამ მხრივ ლიდერობდა. მან $65.5 მილიონი დახარჯა რეკლამაში, ტრამპი კი $18.7 მილიონს დასჯერდა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.