ბანკები და რეკლამა - რომელი კომერციული ბანკები იყენებენ ყველაზე მეტ სარეკლამო დროს

ბანკები და რეკლამა - რომელი კომერციული ბანკები იყენებენ ყველაზე მეტ სარეკლამო დროს

2019 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო რეკლამის მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, სარეკლამო რგოლების გასვლის რაოდენობით, ლიდერობს “საქართველოს ბანკი”, – ინფორმაციას IPM კვლევა აქვეყნებს. მათივე ცნობით, “საქართველოს ბანკმა” 2019 წელს სასპონსორო და კომერციული რეკლამებით ჯამში განათავსა 1 824 სარეკლამო რგოლი. მეორე ადგილს იკავებს “ფინკა ბანკი”, რომლის ორივე ტიპის რეკლამები ჯამში შეადგენს 811 სარეკლამო რგოლს, მესამე ადგილს იკავებს “ვითიბი ბანკი” 495 სარეკლამო რგოლით.

მთლიანად საბანკო კატეგორიაში კომერციულ და სასპონსორო რგოლების რაოდენობამ შეადგინა 3 650, ქრონომეტრაჟი ორივე ტიპის რეკლამისთვის იყო 110 144 წმ.

სატელევიზიო სარეკლამო ეთერში ყველაზე მეტი დრო ორივე ტიპის რეკლამისთვის აითვისა საქართველოს ბანკმა, მისი ქრონომეტრაჟია 75 903 წმ. მეორე ადგილზე ფინკა ბანკია 16 777 წამით, ხოლო მესამეზე კი თიბისი 10 402 წამით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *