ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისათვის აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ერთობლივი ღონისძიებების გატარებას გეგმავენ.
ეს საკითხი განიხილეს აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილის რაჰმან ჰუმატოვის ვიზიტის დროს საქართველოსა და თურქეთში.
ვიზიტის დროს მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნო სამშენებლო–სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობას ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტში.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან შეხვედრისას განიხილეს ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე ტრანზიტის ორგანიზების ახალი შესაძლებლობები და გადაზიდვების ზრდის სტრატეგია. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ახალი ტერმინალების მშენებლობის საკითხი ახალქალაქსა და ყარსში.
ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს პროექტის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ქვეყნების ეკონომიკისთვის, ასევე რეგიონის სატრანსპორტო დერეფნად გადაქცევისთვის. რკინიგზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2007 წელს მოეწერა, ხოლო ექსპლუატაციაში 2017 წლიდან შევიდა.
ბაქო-თბილისი-ყარსის 828 კმ-იანი რკინიგზა კასპიის ზღვის აზერბაიჯანული სანაპიროდან იწყება და თბილისის გავლით თურქეთში ევროპის საზღვრამდე აღწევს.
აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ტვირთბრუნვა 6 მილიონი ტონაა, ხოლო მგზავრთა ნაკადის ბრუნვა – 1 მილიონი ადამიანი. მომავალში, რკინიგზის სრული დატვირთვის მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 3 მილიონი მგზავრისა და 20 მილიონი ტვირთის გადაზიდვა.