TBCPayments.ge - ონლაინ პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ მარტივად მიიღოთ და მართოთ გადახდები

TBCPayments.ge - ონლაინ პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ მარტივად მიიღოთ და მართოთ გადახდები

პლატფორმა TBCpayments.ge, რომელიც თიბისიმ სპეციალურად მეწარმეების მხარდასაჭერად შექმნა, ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს დისტანციურად დანერგონ და მართონ მათ ბიზნესზე მორგებული გადახდის პროდუქტები.

თუ გაქვთ სავაჭრო ან მომსახურების ობიექტი და გსურთ მიიღოთ გადახდები ბარათით, TBCPayments.ge -ზე მარტივად შეძლებთ მოითხოვოთ სალარო ან პოს ტერმინალი და უმოკლეს დროში განათავსოთ თქვენს ობიექტზე. ელექტრონულ კომერციაში ჩართულ ბიზნესებს კი TBCPayments.ge -ზე შეუძლიათ შეარჩიონ მათი ინტერნეტ-მაღაზიებისთვის შექმნილი უახლესი, მოქნილი, ონლაინ გადახდის სისტემები, როგორიცაა: თიბისი ელ-კომერცია და გადახდის ბმული.

გადახდის პროდუქტების დისტანციურად მოთხოვნის გარდა, საიტზე ფუნქციონირებს გადახდების სივრცე, სადაც ავტორიზაციის შემთხვევაში, შესაძლებელია:

  • ყოველდღიური ტრანზაქციების ნახვა;
  • გადახდების მონაცემთა ანალიზი და შედარება;
  • ამონაწერების ამოღება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.tbcpayments.ge

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.