10 ოქტომბერს, PASHA Holding-ის მიერ ორგანიზებული ორდღიანი INMerge Innovation Summit-ის პირველი დღე დაიწყო.
სამიტის უმთავრესი მიზანია, რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას, სტარტაპებისა და ინვესტორების კოლაბორაციას შეუწყოს ხელი და ამავდროულად, დაინტერესებულ მხარეებს შორის იდეებისა და გამოცდილებების გაცვლისთვის პლატფორმა შექმნას.
გახსნით ცერემონიაზე სიტყვით წარდგნენ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი, მიკაილ ჯაბაროვი, ციფრული ტრანსფორმაციისა და ტრანსპორტის მინისტრი, რაშად ნაბიევი, PASHA Holding-ის CEO, ჯალალა გასიმოვი და Trendyol Group-ის CEO, ერდემ ინანი.
„როგორც ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მოთამაშეები რეგიონში, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ჩვენ ირგვლივ მყოფების განვითარებაშიც შევიტანოთ წვლილი. ჩვენთვის ინოვაცია მხოლოდ კონცეფცია არაა. ის პროგრესს წარმოადგენს. გვჯერა, რომ ეს სამიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას“, – აღნიშნა PASHA Holding-ის CEO-მა, ჯალალ გასიმოვმა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პირველ დღეს პრეზენტაციებით წარდგებიან Youtube-ის თანადამფუძნებელი, სტივ ჩენი, ჰარვარდის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ლინდა ჰილი და სხვა საინტერესო სპიკერები. მეორე დღეს სამიტზე სიტყვით გამოვლენ Starbucks-ის თანადამფუძნებელი, ზევ სიგლი, Amazon-ის მთავარი ტექნოლოგიური დირექტორი, ვერნერ ვოგელსი და Waze-ის დამფუძნებელი, ური ლევინი.
მეტი ინფორმაციისა და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: www.inmerge.az.