BAT მუშაობს COVID-19-ის პოტენციურ ვაქცინაზე აშშ-ს ბიო-ტექნოლოგიური ლაბორატორიული ცენტრით. როგორც BAT-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული:
• COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის მიღება ხდება სწრაფად მზარდი თამბაქოს ტექნოლოგიით – პრეკლინიკური ტესტირება უკვე პროცესშია
• თამბაქოს ნერგი იძლევა უსაფრთხო ვაქცინის დამზადებას უსწრაფესი ტემფებით, ვაქცინის დამზადების ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით
• პოტენციურად შესაძლებელია კვირაში 1-3 მილიონი დოზის დამზადება.
BAT-ის ბიო-ტექნილოგიური ლაბორატორია კენტუკის ბიოპროსესინგი Kentucky BioProcessing (KBP) მუშაობს COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის მიღებაზე და უკვე პრეკლინიკური ტესტირების პროცესშია. ტესტირების წარმატებით ჩავლის, პარტნიორების და მთავრობების მხარდაჭერის შემთხვევაში, კვირაში შესაძლებელია 1 მილიონიდან 3 მილიონ დოზა ვაქცინის მიღება ივნისის თვიდან.
მიუხედავად იმისა, რომ KBP-ის ლაბორატორიული ცენტრი წარმოადგენს კომერციულ დაწესებულებას, COVID-19-ის პოტენციური ვაქცინის პროექტი განხორციელდება უსასყიდლოდ.
ვაქცინის მიღების პროცესში გამოყენებულია სწრაფად მზარდი თამბაქოს ტექნოლოგია, რასაც რამოდენიმე უპირატესობა გააჩნია ტრადიციული ვაქცინის წარმოების ტექნოლოგიასთან მიმართებით, კერძოდ:
• აღნიშნული ტექნოლოგია პოტენციურად უსაფრთხოა, რადგან თამბაქოს ფურცელი არ შეიცავს პათოგენებს, რაც იწვევს დაავადებებს ადამიანში;
• უფრო სწრაფია, რადგან ვაქცინის ელემენტების აკუმულირება თამბაქოს ნერგში ხდება გაცილებით სწრაფად – 6 კვირაში, ტრადიციულ მეთოდებიოთ კი მრავალი თვე სჭირდება;
• ვაქცინა ვარგისია ოთახის ტემპერატურის პირობებშიც კი, როცა ტრადიციული ვაქცინები ხშირად სპეციალურ მაცივრებს საჭიროებენ;
• მას აქვს პოტენციალი ეფექტური იმუნური მხარდაჭერის ერთი დოზითაც კი.
BAT-ის ამერიკის შეერთებული შტატების შვილობილმა კომპანიამ Reynolds American Inc -მა 2014 წელს შეიძინა KBP-ის ლაბორატორიული ცენტრი იმ მიზნით, რათა გამოეყენებინა თამბაქოს ექსტრაქტირების უნიკალური ტექნოლოგია თამბაქოს და ნიკოტინის ახალ პროდუქტებში.
2014 წელს KBP-ის ლაბორატორიული ცენტრმა თავისი სიტყვა თქვა ებოლას წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, კერძოდ წარმოებულ იქნა ZMapp™ კალიფორნიული კომპანიის Mapp BioPharmaceuticals-ის მიერ აშშ-ს მთავრობის ბიომედიცინის კვლევისა და განვითარების სააგენტოსთან ერთად (BARDA).
KBP-ის ლაბორატორიულმა ცენტრმა მოახდინა COVID-19-ის გენეტიკური წყობის კლონირება, რაც გახდა პოტენციური ანტიგენის გამოყვანის საფუძველი, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას ადამიანის სხეულში და ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას. ეს ანტიგენი შეყვანილ იქნა თამბაქოს ნერგში რეპროდუქციის მიზნით და როცა თამბაქოს ფოთოლი გაიზარდა, აღმოშნდა, რომ ანტიგენი გაჯანსაღდა, შესაბამისად ახლა მიმდინარეობს პრე-კლინიკური ტესტირება.
BAT მუშაობს სამთავრობო უწყებებთან ვაქცინის კლინიკური კვლევების სასწრაფოდ დასაწყებად. მთავრობასთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით სრულიად შესაძლებელია კვირაში 1 მილიონიდან 3 მილიონამდე დოზის წარმოება.