2023 წელს დაფუძნებულმა TEMPO-მ ბათუმის ახალ ბულვარში დეველოპერული მასშტაბი სწრაფად გაზარდა: სამი საცხოვრებელი კომპლექსი, 90,000 მ² მიმდინარე მშენებლობა და ბრენდი, რომელიც კომფორტს ვადებში შესრულებული საქმით ზომავს.
ავტორი: იზა გვარამაძე
როგორ დაიწყო TEMPO-ს ისტორია და რა იდეა იდგა ბრენდის შექმნის უკან?
TEMPO-ს იდეა ძალიან მარტივი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ფიქრიდან დაიწყო – ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს აქვს, არის დრო.
დღეს ადამიანები საცხოვრებელს მხოლოდ ლოკაციით ან ფართობით აღარ არჩევენ. ისინი არჩევენ ცხოვრების ხარისხს: გარემოს, სადაც ყოველდღიურობა უფრო კომფორტული, ორგანიზებული და მშვიდია; სივრცეს, სადაც მეტი დრო რჩება ცხოვრებისთვის.
სწორედ აქედან გაჩნდა TEMPO-ს მთავარი ფილოსოფია – შევქმნათ პროექტები, რომლებიც ადამიანების ცხოვრების რიტმს ერგება. ჩვენ უბრალოდ აპარტამენტებს არ ვაშენებთ. ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ ყველაფერი სწორად არის დაგეგმილი – შესასვლელიდან საერთო სივრცეებამდე, არქიტექტურიდან მომსახურებამდე, მშენებლობის ხარისხიდან პროექტის დროულად დასრულებამდე.
არც კომპანიის სახელია შემთხვევით შერჩეული. TEMPO ჩემთვის ნიშნავს სიზუსტეს, ტემპს, რიტმს და დროის პატივისცემას. როდესაც ადამიანს ან ინვესტორს პროექტს ჰპირდები, ეს მხოლოდ შენობას არ მოიცავს – შენ მას ჰპირდები კონკრეტულ მომავალს, კონკრეტულ გეგმას და კონკრეტულ ღირებულებას. ამიტომ პროექტი ზუსტად ისე უნდა შესრულდეს, როგორც დაგეგმილია: ხარისხითაც და ვადებითაც.
თქვით, რომ დეველოპერი მხოლოდ შენობას არ აშენებს. რას გულისხმობთ ამაში?
როდესაც ახალ პროექტს იწყებ, რეალურად იღებ გადაწყვეტილებას, როგორი გარემო შეიქმნება ამ კონკრეტულ ადგილას მომდევნო ათწლეულებისთვის. შენ წყვეტ, როგორ შეხვდება ადამიანი საკუთარ სახლს, სად გაატარებს დროს მისი ოჯახი, როგორი საერთო სივრცეები ექნება მაცხოვრებელს და როგორი ინფრასტრუქტურა ექნება პროექტს.
ამიტომ ჩემთვის დეველოპმენტი გრძელვადიანი პასუხისმგებლობაა. შეიძლება პროექტი დღეს წარმატებით იყიდებოდეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი კითხვა ყოველთვის მომავლისკენ არის მიმართული – მოუტანს თუ არა ის ქალაქს დადებით შედეგს და დარჩება თუ არა მაცხოვრებლისთვის კომფორტული მაშინაც, როცა სიახლის ეფექტი გაივლის.

როგორ უზრუნველყოფთ ამ მიდგომის პრაქტიკაში განხორციელებას?
ამისთვის საჭიროა სამი რამ: გრძელვადიანი ხედვა, ძლიერი შესრულების სისტემა და პასუხისმგებლობა დაპირების მიმართ.
პროექტი მშენებლობის დღეს არ იწყება. ის იწყება ბევრად ადრე – ლოკაციის შესწავლით, ბაზრის ანალიზით, არქიტექტურული იდეით, ფინანსური მოდელით, საინჟინრო გადაწყვეტილებებით და იმ კითხვით, თუ რა ღირებულებას შექმნის ეს პროექტი მომავალში.
მხოლოდ კარგი იდეა საკმარისი არ არის. დეველოპერმა უნდა იცოდეს, როგორ აშენდება ეს პროექტი, როგორ იმუშავებს მისი ინფრასტრუქტურა, როგორ მოემსახურება მაცხოვრებელს, როგორ შენარჩუნდება ხარისხი და რა შედეგს მიიღებს ინვესტორი.
ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს SITA-ს – ჩვენი პროექტების მართვის კომპანიას. მისი საშუალებით ვმართავთპროექტის სრულ ციკლს: დიზაინის კოორდინაციას, ბიუჯეტირებას, შესყიდვებს, მშენებლობის ზედამხედველობას, ხარისხის კონტროლსა და ვადებს.
ამასთან, ვთანამშრომლობთ სპეციალიზებულ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც არქიტექტურულ, საინჟინრო და მართვის მიმართულებებს აძლიერებენ.
დეველოპმენტში ნდობა სიტყვებით არ იქმნება. ნდობა იქმნება მაშინ, როდესაც კომპანია სწორად გეგმავს, პროცესს პროფესიონალურად მართავს და ასრულებს იმას, რასაც ამბობს. სწორედ ეს არის TEMPO-ს მუშაობის პრინციპი.
TEMPO-ს ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია Tempo City-ია – „ქალაქი ქალაქში”. როგორ გაჩნდა ეს იდეა?
ვფიქრობ, თანამედროვე ქალაქების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ ისინი ძალიან სწრაფად იზრდება, მაგრამ ყოველთვის არ ვითარდება ისე, როგორც ადამიანს სჭირდება.
ერთ მხარეს არის ქალაქის ენერგია, ბიზნესცენტრები და აქტიური ცხოვრება. მეორე მხარეს – სიმშვიდე, ბუნება და პირადი სივრცე. ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება აღარ იქნებოდა საჭირო. სწორედ ასე გაჩნდა Tempo City.
ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსის გაერთიანება. ეს არის იდეა, რომ ადამიანმა ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთ ეკოსისტემაში მიიღოს – ხარისხიანი საცხოვრებელი, გამწვანებული გარემო, სპორტი, დასვენება, სამუშაო სივრცეები, სერვისები და საზოგადოებრივი ცხოვრება.
ჩემი აზრით, მომავალში სწორედ ასეთი პროექტები განსაზღვრავს ქალაქების განვითარების მიმართულებას.
რატომ შეარჩიეთ ლოკაციად ახალი ბულვარის ტერიტორია?
ლოკაცია ყოველთვის პირველი გადაწყვეტილებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე ფაქტორი: ზღვასთან სიახლოვე, ბუნებრივი გამწვანება, განვითარების დიდი პოტენციალი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სრულიად ახალი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.
როდესაც ამ ტერიტორიაზე მუშაობა დავიწყეთ, ბევრს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წარმოდგენილი, რამდენად სწრაფად განვითარდებოდა ახალი ბულვარი. ჩვენ სწორედ ამ გრძელვადიანი ხედვის გვჯეროდა. დღეს უკვე აშკარაა, რომ ეს ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული უბანია.
Queen’s Residence-ი თქვენი პირველი მასშტაბური პროექტი იყო. რა ისწავლეთ მისგან?
Queen’s Residence-ი ჩემთვის მხოლოდ პირველი დიდი პროექტი არ არის. ეს არის პროექტი, რომელმაც TEMPO-ს ფილოსოფია რეალურ ფორმად აქცია.
ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო ის, რომ ხარისხზე კომპრომისი არასოდეს უნდა დაუშვა. სამშენებლო პროცესში ხშირად ჩნდება გადაწყვეტილებები, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში ხარჯს ამცირებს, მაგრამ თითქმის ყოველთვის ბევრად ძვირი ჯდება მომავალში – როგორც ფინანსურად, ისე რეპუტაციულად.
ჩვენ ავირჩიეთ უფრო რთული გზა: მაღალი ხარისხის მასალები, თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები და ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც პროექტის დასრულებიდან მრავალი წლის შემდეგაც აქტუალური დარჩება.
სასიამოვნოა, რომ ეს მიდგომა საერთაშორისო დონეზეც დაფასდა და Queen’s Residence-მა რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მიიღო. თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო მაინც სხვა რამ არის – როდესაც პირველი მაცხოვრებლები საკუთარ სახლში შევლენ და იგრძნობენ, რომ რეალურად მიიღეს ის, რასაც დავპირდით.

Serenade by TEMPO მნიშვნელოვნად განსხვავდება თქვენი პირველი პროექტისგან. რა იყო მთავარი იდეა?
თუ Queen’s Residence-მა TEMPO-ს საფუძველი შექმნა, Serenade-ი უკვე ჩვენი გამოცდილების შემდეგი ეტაპია.
ამ პროექტზე მუშაობისას საკუთარ თავს ერთი კითხვა დავუსვით: როგორ შეგვიძლია შევქმნათ შენობა, რომელიც წლების შემდეგაც ისეთივე თანამედროვე და გამორჩეული იქნება, როგორც დღეს?
მწვანე ფასადი მხოლოდ ვიზუალური ეფექტი არ არის – ეს არის არქიტექტურის ნაწილი, რომელიც შენობას გარემოსთან აკავშირებს. სახურავზე განთავსებული ინფინიტი-აუზი კი ქმნის გამოცდილებას, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრება სრულიად სხვა განზომილებაში გადაჰყავს.
ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმ დეტალებს, რომლებიც ხშირად თვალისთვის უხილავია, მაგრამ საბოლოო ხარისხს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ ფასადის დეტალურ საინჟინრო დიზაინზე საერთაშორისო სპეციალიზებულ კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ.
ვფიქრობ, კარგი არქიტექტურა მხოლოდ ლამაზ ფორმას არ ნიშნავს. ის ნიშნავს სისტემას, რომელიც უსაფრთხოა, გამძლეა, ენერგოეფექტიანია და ათწლეულების შემდეგაც ინარჩუნებს თავის ღირებულებას.
თქვენი უახლესი პროექტია SENSA by TEMPO. როდის მიხვდით, რომ სრულიად ახალი კონცეფციის შექმნის დრო იყო?
ყოველი ახალი პროექტი ჩემთვის ერთი კითხვით იწყება: როგორ იცხოვრებს აქ ადამიანი?
ბოლო წლებში ადამიანების ცხოვრების წესი ძალიან შეიცვალა. მუდმივად ვჩქარობთ, ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში ვცხოვრობთ და ხშირად საკუთარი თავისთვის დროც აღარ გვრჩება.
ამ დროს სახლი კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს. სახლი უნდა იყოს სივრცე, რომელიც ენერგიას აღადგენს. სწორედ ამ ფიქრიდან დაიბადა SENSA.
ვფიქრობ, მომავალში პრემიუმ უძრავი ქონება აღარ განისაზღვრება მხოლოდ იმით, როგორ გამოიყურება შენობა, არამედ იმით, როგორ აგრძნობინებს თავს ადამიანს.

არქიტექტურულად რით განსხვავდება SENSA თქვენი სხვა პროექტებისგან?
SENSA-ს შემთხვევაში გვსურდა, რომ არქიტექტურა ამ ლოკაციის ბუნებრივი გაგრძელება ყოფილიყო.
პროექტი ბოტანიკური ბაღის მეზობლად მდებარეობს და თავიდანვე ვიცოდით, რომ ბუნებას კონკურენციას ვერ გავუწევდით. პირიქით – გვინდოდა, შენობა გარემოსთან ჰარმონიაში ყოფილიყო. ამ იდეიდან გაჩნდა ფასადში ინტეგრირებული გამწვანება, ბუნებრივი ფერები, ორგანული ფორმები და სივრცეები, რომლებიც ადამიანსა და ბუნებას შორის კავშირს აძლიერებს.
SENSA საკმაოდ ამბიციური პროექტია. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პროექტის ემოციური მხარე?
ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი გადაწყვეტილება, რომელსაც პროექტში ვიღებთ, მხოლოდ ეკონომიკური გათვლებით არ შემოიფარგლება.
ჩვენ ვფიქრობთ იმ ემოციაზეც, რომელსაც ადამიანი იგრძნობს. როგორი იქნება პირველი შთაბეჭდილება, როდესაც შენობაში შევა? რას დაინახავს აივანზე გასვლისას? სად გაატარებს საღამოს ოჯახთან ერთად?
სახლის აშენება უკვე გამოწვევა აღარ არის. გამოწვევაა, თუ როგორ შექმნა ისეთი გარემო, სადაც ადამიანს დაბრუნება უხარია.
თქვენ რამდენჯერმე გაუსვით ხაზი პროექტების გრძელვადიან ღირებულებას. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პროექტებს კი არა, ბრენდს ვაშენებთ. ცალკეული შენობა შეიძლება წარმატებით გაიყიდოს და მისი ისტორია ამით დასრულდეს. ამიტომ ყოველ გადაწყვეტილებას – მასალის შერჩევიდან ვადების დაცვამდე – ვაფასებთ არა მხოლოდ იმით, რას მოგვცემს დღეს, არამედ იმით, რას შემატებს TEMPO-ს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ბრენდი, რომელიც დროს უძლებს, სწორედ ასე იქმნება: არა კამპანიით, არამედ იმ პროექტების ჯაჭვით, რომლებიც წლების შემდეგაც ინარჩუნებს სანდოობას და მაცხოვრებლის კმაყოფილების მაღალ დონეს. ძლიერი ბრენდის ქვეშ შექმნილი აქტივი კი გრძელვადიან პერსპექტივაში მის ღირებულებას ზრდის.
სწორედ ამიტომ TEMPO-ში თითოეულ პროექტს ვუყურებთ როგორც აგურს იმ ბრენდის მშენებლობაში, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში უნდა შექმნას ღირებულება როგორც მფლობელებისთვის, ისე ქალაქისთვის.
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა. როგორ ხედავთ მის მომავალს?
ვფიქრობ, ბათუმი ჯერ კიდევ თავისი განვითარების საწყის ეტაპზეა. ბოლო წლებში ქალაქი ძალიან შეიცვალა და ეს მხოლოდ ტურიზმით არ არის განპირობებული: ვითარდება ინფრასტრუქტურა, იზრდება საერთაშორისო ცნობადობა, ფართოვდება ავიამიმოსვლა, იზრდება უცხოური ინვესტიციები და სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ბათუმს როგორც საცხოვრებლად, ასევე კაპიტალის განსათავსებლად.
თუმცა, მჯერა, რომ ყველაზე საინტერესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის. ვფიქრობ, მომდევნო ათწლეულში კონკურენცია აღარ იქნება მხოლოდ ფასზე. კონკურენცია იქნება ნდობაზე, ხარისხზე, არქიტექტურაზე, მართვაზე და იმ გამოცდილებაზე, რომელსაც დეველოპერი ქმნის.
საინვესტიციო თვალსაზრისით, რა ხდის ბათუმს საინტერესო ბაზრად?
საქართველოს აქვს ლიბერალური საგადასახადო გარემო და სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის, ხოლო ბათუმი უკვე ჩამოყალიბდა ქალაქად, რომელიც საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
მაგრამ საბოლოოდ ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც კონკრეტულ პროექტს აქვს. კარგ ბაზარზეც შეიძლება ცუდი პროექტის განხორციელება და პირიქით – სწორად დაგეგმილ პროექტს შეუძლია განსაკუთრებული ღირებულება შექმნას. როდესაც ადამიანი ყიდულობს უძრავ ქონებას, ის ამასთანავე ყიდულობს ლოკაციას, ქალაქის მომავალსა და ცხოვრების გამოცდილებას.
როგორ ხედავთ TEMPO-ს მომდევნო 10 წლის განმავლობაში?
რა თქმა უნდა, გვინდა გავიზარდოთ და TEMPO მხოლოდ აშენებული კვადრატული მეტრებით კი არშეფასდეს, არამედ იმ ნდობით, რომელიც წლების განმავლობაში შეიქმნება.
მინდა, რომ ჩვენი პროექტები მომავალშიც იყოს მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება განვითარდეს ქალაქი თანამედროვე, პასუხისმგებლობიანი და გრძელვადიანი ხედვით.
დაბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის წარმატებული პროექტი?
ჩვენთვის წარმატებული პროექტი ნიშნავს, რომ ის შესრულდეს ზუსტად ისე, როგორც დაიგეგმა – და წლების შემდეგაც ისეთივე საინტერესო და სასურველი იყოს მაცხოვრებლისთვის, როგორც პირველ დღეს.
S















