კონსერვატორული პარტიის ლიდერმა და პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადაწყვიტა ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობლი ტელერადიოკომპანია BBC-ის დაფინასნების თემას გადახედოს. ამის შესახებ CNN Business-ი იტყობინება.
როგორც ცნობილია BBC-ი სწორედ სალიცენზიო გადასახადებიდან შემოსული თანხით ფინანსდება. სამაუწყებლო ტელეკომპანიას 2,000-მდე ჟურნალისტი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა აღნიშნულ მაუწყებლობაზე წვდომისთვის წელიწადში 206 აშშ დოლარს (154.50 ფუნტი სტერლინგი) იხდის.
გასულ წელს BBC-იმ 5 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო (3.8 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) სალიცენზიო გადასახადებიდან, რაც ტელეკომპანიის ბიუჯეტის 75%-ია.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ ჯონსონმა ბრძანება გასცა ლიცენზიის საფასურის გადახედვაზე.
მედია ორგნიზაციის მიმართ უკმაყოფილება გაჩნდა “ბრექსიტისა” და არჩევნების პროცესის გაშუქების გამო.
“უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მისაღებია ასეთი მიდგომა, როდესაც საქმე ერთი მედიაორგანიზაციის დაფინანსებას ეხება, იმის გათვალისწინებით, რომ სხვა მედიაორგანიზაციები საკუთარ ხარჯებს თავად ფარავენ”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა არჩევნებმადე რამდენიმე დღით ადრე.
თუ ჯონსონის ინიციატივა ამოქმედდება, მაშინ BBC-ი წელიწადში საშუალოდ 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს დაკარგავს.
წყარო: CNN Business; ABC News