ბეზოსის ყოფილმა ცოლმა განქორწინების შემდეგ $1.7 მლრდ ქველმოქმედებას მოახმარა

ბეზოსის ყოფილმა ცოლმა განქორწინების შემდეგ $1.7 მლრდ ქველმოქმედებას მოახმარა

ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა, მაკენზი სკოტმა ბოლო წლის განმავლობაში $1.7 მილიარდი საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხა. როგორც თავად მაკენზიმ თავის ბლოგში აღნიშნა, გადარიცხული თანხა მოხმარდება რასობრივი თანასწორობისთვის ბრძოლას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ნაბიჯებს და LGBTQ თემის წარმომადგენელთა უფლებების დაცვას.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მაკენზი სკოტმა ხელი მოაწერა მდიდრების ინიციატივას Giving Pledge-ს, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ხელმომწერი თავისი ქონების უმეტესობას ქველმოქმედებას მოახმარს.

„დავიწყე მუშაობა რომ შევასრულო ჩემი პირობა იმ რწმენით, რომ ჩემმა ცხოვრებამ ორი აქტივი მომიტანა, რაც შესაძლოა გამოადგეს სხვებს: ფული და იმ ადამიანების განაჩენი, რომლებიც განიცდიან უთანასწორობას და რომლებიც საუკეთესოდ არიან აღჭურვილი რომ გამოსავალი იპოვონ“, – დაწერა მაკენზი სკოტმა.

შეგახსენებთ, მაკენზი ჯეფ ბეზოსს გასულ წელს გაეყარა. მაშინ მისი ქონება $36 მილიარდი იყო. ჯეფ ბეზოსმა მას Amazon-ის აქციების 4% მისცა. შედეგად მაკენზის ქონება $60 მილიარდამდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *