ბილ და მელინდა გეითსებმა ოკეანის სანაპიროზე $43 მილიონად სახლი იყიდეს

ბილ და მელინდა გეითსებმა ოკეანის სანაპიროზე $43 მილიონად სახლი იყიდეს

ბილ და მელინდა გეითსებმა სან-დიეგოში ოკეანის სანაპიროზე $43 მილიონად სახლი იყიდეს. ამის შესახებ  The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ეს კალიფორნიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული გარიგებაა.

გრანდიოზულ სახლს ექვსი საძინებელი აქვს. ის სანაპიროს გადაჰყურებს, აქვს საცურაო აუზი და 10-ადამიანზე გათვლილი ჯაკუზი. სახლი $48 მილიონად იყიდებოდა, თუმცა, საბოლოო შეთანხმებით, რომელიც მარტში შედგა, სახლი $43 მილიონად გაიყიდა.

გეითსებმა სახლი ტეხასელი მილიარდერის ბუნ პიკენსის ყოფილი მეუღლისგან მადელაინ პიკენსისგან შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ ბილ და მელინდა გეითსების მთავარ საცხოვრებელ ადგილს ვაშინგტონის ქალაქ მედინაში მდებარე სახლი წარმოადგენს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.