ბილ გეითსი და უორენ ბაფეტი გონებას "ბრიჯის" თამაშით ავარჯიშებენ

ბილ გეითსი და უორენ ბაფეტი გონებას "ბრიჯის" თამაშით ავარჯიშებენ

მილიარდერები 64 წლის ბილ გეითსი და 89 წლის უორენ ბაფეტი გონების გავარჯიშებას პოპულარული ბანქოს თამაში “ბრიჯით“ ცდილობენ. აღნიშნული თამაში მოითხოვს გარკვეული სტრატეგიების შემუშავებას და აზროვნებით უნარებს.

როგორც ბაფეტი ამბობს, ის ამ თამაშს კვირაში დაახლოებთ რვა საათს უთმობს. მისივე თქმით, ის დაახლოებით 100-ჯერ მეტს თამაშობს, ვიდრე ბილ გეითსი, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ “ბრიჯი“ ერთადერთი თამაშია, რომელშიც ის ბილ გეითსს ჯობნის.

გეითსი და ბაფეტი დიდი ხნის მეგობრები არიან, ისინი პანდემიის პირობებში ხშირად სახლში და თან ონლაინ თამაშობენ ამ თამაშს.

“უამრავი ალტერნატივაა, მათ შორის ის ონლაინ პლატფორმაც, სადაც მე და უორენი ვთამაშობთ, მას Bridge Base-ი ჰქვია“, – დაწერა გეითსმა.

“მოვიწყინე რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეს სერვისი დროებით შეწყდა. მაგრამ შემდეგ მალევე აღადგინეს. გაოცებული ვიყავი, თუ რამდენად შვება ვიგრძენი, როდესაც ის ისევ ვიხილე“, – დასძინა ბილ გეითსმა.

ალბათ გასაკვირი არ არის რომ მილიარდერები გარკვეულ დროს უთმობენ ისეთ თამაშებს, რაც მათ ტვინს ავარჯიშებს. წარმატებული ადამიანები ალბათ მსგავს თამაშებს უფრო შემეცნებითად უდგებიან, ვიდრე გართობის მიზნით. ამის შესახებ სტივ სიბოლდი ამბობს, რომელსაც 1000-ზე მეტი მდიდარი ადამიანი ჰყავს შესწავლილი.

„მდიდრებს უყვართ გართობა, თუმცა, გიჟდებიან სწავლაზე, ისინი მთელ ცხოვრებას უთმობენ ახალი ინფორმაციების მიღებას და შემდეგ ამ ინფორმაციის კიდევ უფრო გამდიდრებისთვის ყოველდღიურად იყენებენ“, – წერს ის თავის წიგნში “როგორ ფიქრობს მდიდარი ადამიანი“.

ბანქოს თამაშიც მილიარდერებს აძლევს საშუალებას იყვნენ ჯანსაღები დიდი ხნის განმავლობაში. ის ადამიანები, რომლებიც გონების მასტიმულირებელ აქტივობებს მიმართავენ, უფრო ნელა კარგავენ მეხსიერებას, ვიდრე ისინი, ვინც გონებას არ ავარჯიშებს.

აქვე საინტერესოა, რომ ბილ გეითსი გარდა ბანქოს თამაშისა, ხშირად უყურებს ტელევიზორს და კითხულობს წიგნებსაც. ბოლო პერიოდში ის და მისი მეუღლე მელინდა სერიალების “A Million Little Things”, “This Is Us” და “Ozark“-ის ყურებით არიან დაკავებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *