ბილ გეითსი: საგანგაშოა, რომ ბევრ ადამიანს ვაქცინების ეფექტურობის არ სჯერა

ბილ გეითსი: საგანგაშოა, რომ ბევრ ადამიანს ვაქცინების ეფექტურობის არ სჯერა

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი თავის ბლოგში წერს, რომ რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყების მიუხედავად, უახლოეს თვეებში პანდემია მაინც ვერ დამარცხდება.

ბილ გეითსი აღნიშნავს, რომ 2020-ში მეცნიერებმა წარმოუდგენელი შრომა გასწიეს და რამდენიმე სახის COVID-ვაქცინა შექმნეს, მაშინ როდესაც ჩვეულ რეჟიმში ერთი ვაქცინის შექმნას დაახლოებით 10 წელი სჭირდება.

“სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ სირთულეებს ვერ გავუმკლავდით. კომპიუტერული მოდელები 2021 წლის პირველ კვარტალში გლობალური პრობლემების გართულებას პროგნოზირებენ. აუცილებელია ვირუსის ახალი შტამის შესწავლა, რომელიც წინაზე უფრო სწრაფად ვრცელდება. დაავადების გავრცელების შეჩერების ყველაზე ეფექტურ ზომებად კვლავ პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა რჩება, მაგრამ საგანგაშოა ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვაქცინების ეფექტურობის არ სჯერა“, – წერს ბილ გეითსი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *