Zoom-ი გაფართოებას გეგმავს და ახალი სერვისების დამატებას აპირებს - BI

Zoom-ი გაფართოებას გეგმავს და ახალი სერვისების დამატებას აპირებს - BI

Zoom-ი გაფართოებას გეგმავს. კერძოდ, ვიდეოკონფერენციების პლატფორმა აპირებს შეტყობინებების, ელექტრონული ფოსტის, კალენდრის სერვისების დამატებას, რითიც გეგმავს კონკურენცია გაუწიოს ისეთ გიგანტებს, როგორიც Microsoft-ი და Google-ია.

Zoom-ი უკვე თანამშრომლობს ისეთ პლატფორმებთან, როგორიცაა Dropbox-ი და Asana, თუმცა, მის გეგმებში მომდევნო თაობის პლატფორმის შექმნაც შედის. როგორც Business Insider-ი წერს, ეს გეგმები ჯერ საწყის ეტაპზეა, თავად Zoom-ში კი ამის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ცნობისთვის, Zoom-ის აყვავება 2020-ში კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა. სწორედ აღნიშნული პლატფორმით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით სკოლები, სამსახურები, ბიზნესები. Zoom-ის დახმარებით იმართება შეხვედრები, კონფერენციები, ღონისძიებები. შედეგად 2020 ფისკალური წლის მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $663.5 მლნ შეადგინა.

თუმცა, მას შემდეგ რაც ვაქცინა გამოჩნდა, და ასევე გაჩნდა პერსპექტივა, რომ დისტანციურად მომუშავეები მალე დაუბრუნდებიან სამსახურებს, ასევე სკოლები აღადგენენ რეალურ რეჟიმში მუშაობას, ZOOM-ის საჭიროება შემცირდება, რის გამოც შესაძლოა, რომ მისი აქტუალობა გაქრეს. ამიტომაც კომპანია ფიქრობს იმ გზებზე, რითიც ის ზრდას და აქტუალობას შეინარჩუნებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.