ბილ გეიტსი მეუღლესთან, მელინდასთან ერთად, მსოფლიოს უდიდეს კერძო საქველმოქმედო ფონდ Bill & Melinda Gates Foundation-ს ხელმძღვანელობს. წყვილმა არაკომერციული ორგანიზაცია 2000 წელს დააარსა და ამ დრომდე ბიზნესმენმა საკუთარ ფონდს 35,8 მილიარდი დოლარის ღირებულების Microsoft-ის აქციები გადასცა.
ფონდი ემსახურება გლობალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.
2020 წლის მაისში გეიტსის ფონდმა განაცხადა, რომ 300 მილიონ დოლარს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას, მის გამოვლენას, მკურნალობის დაფინანსებასა და ვაქცინებს დაუთმობდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში ბილ გეიტსი Microsoft–ის საბჭოს წევრობიდან გადადგა. მან გაყიდა ან გასცა Microsoft-ის წილის დიდი ნაწილი და ინვესტირება აქციებსა და სხვა აქტივებში მოახდინა.
ამჟამად ბილ გეიტსი აქციების სულ რაღაც 1%-ზე მეტს ფლობს და მისი ქონების ღირებულება რეალურ დროში 125,9 მილიარდი დოლარია.