ჯანმრთელობის დაზღვევის განსხვავებული მოდელი

ჯანმრთელობის დაზღვევის განსხვავებული მოდელი

ჯანდაცვის ბენეფიტები და დასაქმება მრავალი წლის განმავლობაში ერთმანეთთან იყო გადაჯაჭვული. მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯანდაცვის ხარჯებს სწორედ სამსახურებრივი დაზღვევის პროგრამებით ფარავს. შესაბამისად, წლების პრაქტიკა დამსაქმებლებს უბიძგებს, სხვა ძირითად შეთავაზებასთან ერთად, დასაქმებულებს დაზღვევის პაკეტიც შესთავაზოს.

ამგვარი პრაქტიკა ხშირად გაუგებრობებსაც იწვევდა – როგორ უნდა დაეზღვიოს ადამიანი, ვინც დასაქმებული არაა, ან ისინი, ვისაც საკუთარი მცირე ბიზნესი აქვთ. ამგვარი გამოწვევები უცხო არც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის, დღემდე  ძალიან ბევრი კერძო მზღვეველი კომპანია ჯანმრთელობის დაცვის ინდივიდუალურ პაკეტებსა და გეგმებს არ ყიდის.

თუმცა ტრადიციული მოდელი შესაძლოა, მალე შეიცვალოს და ნაცვლად კორპორაციული ან ინდივიდუალური დაზღვევისა, ჯანმრთელობის ხარჯები ჩვენი საცხოვრებლის დახმარებით დავფაროთ.

სწორედ ამგვარ მოდელს სთავაზობს Comunidadn Partners-ი მისი კომპლექსის 6,000-მდე მცხოვრებს – ისინი ტელემედიცინის სერვისით უფასოდ სარგებლობენ.

Communidad Partners-ი, რომელიც უძრავი ქონების საინვესტიციო ფირმაა, ყიდულობს საცხოვრებელ კომპლექსებს, არემონტებს მათ და შემდეგში მართავს. სწორედ აღნიშნულმა ფირმამ შეიძინა ჯანდაცვის ვირტუალური პროგრამა, რომლითაც კომპანიის საკუთრებაში არსებული კომპლექსების მცხოვრებლები სარგებლობენ.

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით ფოკუსირებული ჯანმრთელობასა და ველნესზე. პანდემიამდე ჩვენ ფიზიკურად ვემსახურებოდით ჩვენს მობინადრეებს, თუმცა კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების ფონზე იძულებულები ვართ, ეს ყველაფერი ვირტუალურ სივრცეში გადავიტანოთ“.

Communidad-მა და Veritas-მა Fortune500-ის ჯანდაცვის სერვისის პროვაიდერთან ერთად შეიმუშავეს ტელემედიცინის პროგრამა, რომელიც მობინადრეებს საშუალებას აძლევს, ვირტუალურად დაუკავშირდნენ ექიმებს, რომლებიც სვამენ დიაგნოზს, გასცემენ წამლის რეცეპტებს და ა.შ. სერვისი ფარავს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობის სერვისებს. სერვისით სარგებლობა უფასოა და პანდემიის დასრულების შემდეგაც ასე იქნება.

აღნიშნული მიდგომა ქველმოქმედებას არ წარმოადგენს და მოგებიანია ბიზნესის თვალსაზრისითაც – ამას აღიარებს თავად კომპანიის მფლობელიც. უძრავი ქონების დაგირავებისას ან დაქირავებისას ჯანდაცვის ან დაზღვევის სერვისების უზრუნველყოფა ზრდის გირავნობის ხელშეკრულებების განახლების მაჩვენებელს, იზრდება გაქირავებული ქონების რაოდენობაც, რაც ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და ა.შ. „თუკი ვინმე სკეპტიკურად უყურებს ამ ამბავს, სოციალური გავლენის თვალსაზრისით, ან, თუკი ვინმე მხოლოდ მოგებაზეა ორიენტირებული, ამ ამბავს უნდა შეხედონ როგორც სტრატეგიულ სვლას, რომელიც არა მხოლოდ მობინადრეების კმაყოფილებას იწვევს, არამედ მოგების მომტანიც არის“, – აცხადებს ანტონი მარკესი, Communidad Partners-ის მმართველი პარტნიორი.

თუკი დღეს უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე ძირითად შეთავაზებას მცირე შიდა ეზო, დახურული პარკინგი, დაცვის სერვისი და სხვა მსგავსი სერვისები წარმოადგენს, შესაძლოა ახალ შესაძლებლობებს აჩენდეს ამ სერვისებში ჯანდაცვის ან საერთოდაც, ჯანმრთელობის დაზღვევის ინტეგრირება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *