BIS: პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისი განვითარებად ქვეყნებს ჯერ კიდევ დასაძლევი აქვთ

BIS: პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისი განვითარებად ქვეყნებს ჯერ კიდევ დასაძლევი აქვთ

BIS-ის (Bank for International Settlements) განცხადებით, გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისი განვითარებად ქვეყნებს ჯერ კიდევ დასაძლევი აქვთ. ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებით, სრული ეკონომიკური ზიანი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ სისტემებს ჯერ არ გამოუცდიათ და ამ სამომავლო რთულ პერიოდში მსოფლიო საბანკო ორგანიზაციების ფინანსურ დახმარებებსაც არ უნდა ელოდონ.

ბანკის მთავარი მმართველის, აუგუსტინ კარსტენსის აზრით, განვითარებადმა ქვეყნებმა  ამ დრომდე ძირითადად ამოწურეს მსოფლიო ფინანსური დახმარებებისა და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების რესურსი. ამჟამინდელი სურათის გათვალისწინებით, ქვეყნების ეკონომიკური მოცემულობები შემცირებული ფისკალური, მონეტარული სივრცით, მაღალი კორპორაციული და ეროვნული ვალებით და ამას გარდა, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპებით ხასიათდება.

განვითარებადი ქვეყნების საგარეო და საშინაო ვალების დიდი რაოდენობა მათ საინვესტიციო სურათზეც მოქმედებს – ინვესტორთა ინტერესი ასეთი ქვეყნების მიმართ სულ უფრო იკლებს. ფინანსური და საინვესტიციო სურათის გაუარესების ფონზე, ასეთი ქვეყნების ეკონომიკური სისტემები სულ უფრო დაუცველი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე განვითარებადმა ქვეყნებმა მოახერხეს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის ზეწოლას გამკლავებოდნენ, გარკვეული ხელშესახები რისკები მათ ეკონომიკურ მდგრადობასთან მიმართებით ჯერ კიდევ დასაძლევია.

ბანკის მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ორი ანგარიშის მიხედვით, იმ განვითარებულ ქვეყნებს, რომლებიც სამომავლო ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო საბანკო სისტემებისგან ელიან, რთული კრიზისული პერიოდის დაძლევა კვლავ მოუწევთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *