Bitfury-იმ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა blockchain პროგრამული უზრუნველყოფისკენ

Bitfury-იმ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა blockchain პროგრამული უზრუნველყოფისკენ

Bitfury, ბლოქჩეინ ტექნოლოგიების სრული მომსახურების კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა blockchain პროგრამული უზრუნველყოფისკენ. როგორც Forbes-ი აღნიშნავს, კომპანია Exonum-ი გამოსვლის შესახებ აცხადებს. 

„Blockchain-ის და Bitcoin-ის ღია, ერთიანი ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ყველასთვის, ვინც იყენებს Blockchain-ზე დაფუძნებულ აპლიკაციებს”, – ამბობს ვალერი ვავილოვი. 

Exonum-ი არის პროგრამული უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც დაეხმარება ბიზნესებსა და მთავრობებს, უსაფრთხოდ და იოლად განახორციელონ Blockchain-თან დაკავშირებული იდეები. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგრიც არის Microsoft-ი და Amazon-ი. ორივე მათგანი ეხმარება კლინტებს ბლოკჩეინთან არსებული კითხვების გადაჭრაში. Microsoft-მა 30.1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო აღნიშნული სერვისიდან, ხოლო Amazon-მა – 25,7 მილიარდი აშშ დოლარი.

ამსტერდამში დაფუძნებულმა Bitfury-მ, თავის მხრივ, შარშან მეტწილად ბიტკოინის მომპოვებელი პროგრამის გაყიდვებიდან, 500 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

წყარო: Forbes

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.