ბიტკოინის ფასმა $10 000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა $10 000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა $10 000-ს გადააჭარბა. ეს პირველი შემთხვევაა თითქმის ბოლო ორი თვის განმავლობაში, როდესაც ბიტკოინის ღირებულება ამ მაჩვენებელს სცდება,

როგორც Reuters-ი წერს, კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე წლის დასაწყისიდან ვირტუალური ვალუტის ფასიც ეცემოდა, რამაც მისი თითქმის განახევრებაც გამოიწვია. თუმცა, ე.წ მაინერები, ახლა უკვე დადებითი ტენდენციების წინაშე არიან, ვინაიდან კვირის მონაცემით, ციფრული ვალუტა უკვე $10,200 ღირს.

შეგახსენებთ, ბიტკოინი ჯერ კიდევ 2008 წელს შეიქმნა უცნობი ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის მიერ, რომლებსაც სატოში ნაკამოტოს სახელით მოიხსენიებენ. ბიტკოინი არის თავისუფალი კრიპტოვალუტა, ციფრული ფული, რომელიც არ კონტროლდება არც ხელისუფლებების და არც ფინანსური ინსტიტუტების მიერ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *