Blockchain.com-მა ახალი ინვესტიცია მოიზიდა - კომპანიის ღირებულება $14 მილიარდია

Blockchain.com-მა ახალი ინვესტიცია მოიზიდა - კომპანიის ღირებულება $14 მილიარდია

ფინანსურ-ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Blockchain.com-მა დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა – გარიგების შედეგად, კომპანიის ღირებულება $14 მილიარდად განისაზღვრა, რაც კაპიტალის ბაზრების ბოლოდროინდელი ტურბულენტურობის გათვალისწინებით, კრიპტოვალუტების სფეროში არსებული კომპანიისთვის დადებითი ნიშანია. როგორც ირკვევა, უკანასკნელ საინვესტიციო რაუნდს Lightspeed Venture Partners-ი და Baillie Gifford & Co. გაუძღვნენ.

Blockchain.com-ი 2011 წელს დაარსდა, როგორც პლატფორმა ბიტკოინის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის შესახებ, მაგრამ მალევე საკუთარი კრიპტოსაფულე გამოუშვა და ფინტექ კომპანიად გადაკეთდა. 2021 წლის მარტში, კომპანიამ $300 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა – მაშინ, კომპანია $5.2 მილიარდად შეფასდა, რაც 2.7-ჯერ ნაკლებია, ვიდრე Blockchain.com-ის დღევანდელი ღირებულება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Blockchain.com-ზე ვერიფიცირებულ 37 მილიონ მომხმარებელს, საერთო ჯამში, 82 მილიონი კრიპტოსაფულე აქვს გახსნილი – კომპანიას $1 ტრილიონზე მეტი მოცულობის კრიპტოტრანზაქციები აქვს გატარებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *