"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა ჰონგ-კონგი?

როგორ გამდიდრდა ჰონგ-კონგი?

ჰონგ-კონგის მოსახლეობის საშუალო წლიური შემოსავალი 50 ათას აშშ დოლარამდეა. ჰონგ-კონგი სიმდიდრით მე-10 ქვეყანაა მსოფლიოში.

ჰონგ-კონგი ქალაქი-სახელმწიფოა და ამავე დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, სადაც 7.5 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

1842 წლიდან ჰონგ-კონგი დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1941-1945 წლებშუ იაპონიის მიერ იყო ოკუპირებული. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ ისევ ბრიტანეთმა დაიბრუნა. 1997 წელს კი ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს გადასცა. ამ დროისთვის ჰონგ-კონგი უკვე განვითარებული ქვეყანა იყო. ბრიტანეთის კოლონიად ყოფნამ მის ეკონომიკაზე და კულტურაზე დიდი გავლენა იქონია.

ოთხ აზიურ ვეფხვად წოდებულ ქვეყნებს (სინგაპური, ჰონგ-კონგი, ტაივანი, სამხრეთ კორეა) შორის ჰონგ-კონგი პირველი იყო, სადაც სწრაფი ეკონომიკური განვითარება დაიწყო. 1951 წლიდან იწყება ჰონგ-კონგის ინდუსტრიალიზაცია. ბრიტანეთის გავლენით სწრაფად ვითარდება ტექსტილის წარმოება და ზოგადად, მსუბუქი მრეწველობა. ამ დროს ჩინეთში უკვე კომუნისტური რეჟიმია დამყარებული და ჰონგ-კონგი ერთგვარი ფანჯარა დარჩა დასავლეთისთვის. ქვეყანაში სამუშაო ძალა იაფი იყო, დაბალი იყო გადასახადები და რეგულაციები. შესაბამისად, ჰონგ-კონგში წარმოება იაფი ჯდებოდა. ჰონგ-კონგი მიმზიდველი გახდა უხცოური ინვესტიციებისათვის. აღმოსავლეთ აზიაში ამ დონის ეკონომიკური თავისუფლება სხვა არც ერთ ქვეყანაში იყო. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ჰონ კონგი დღესაც პირველ ადგილზეა, ხოლო ბიზნესის კეთების სიიოლის ინდექსში მე-3 ადგილზეა.

ჰონგ-კონგი მცირე მთავრობის ზომით გამოირჩევა. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკის 20%-ს არ სცდება. სწრაფი აღმავლობის პერიოდში კიდევ უფრო დაბალი იყო.

1981 წელს დაიწყო ბრიტანეთმა ჰონგ-კონგში კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, 1914 წლიდან კი ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა ფუნქციონირებს, რომელიც დღეს აზიაში სიდით მესამეა ტოკიოს და შანხაის შემდეგ. ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლობით 4 ტრილიონი დოლარია. 1978 წლიდან, როდესაც ჩინეთმა ბაზარი გახსნა და თანდათან უარი თქვა ჩაკეტილ სოციალისტურ ეკონომიკაზე, აქტიურად დაიწყო ჰონ კონგის გამოყენება, როგორც ვაჭრობაში, ასევე ფინანსურ შუამავლობაში. დღესაც ჩინეთის მიმართულებით და ჩინეთიდან საზღვარგარეთ გატანილი ინვესტიციების ნახევარზე მეტი ჰონგ-კონგის გავლით მოძრაობს. 

ჰონგ-კონგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზღვაო პორტმა, რომლის განვითარება 1861 წლიდან დაიწყო. ჰონგ-კონგს აქვს ბუნებრვად ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს ეს პორტი მსოფლიოში მეშვიდეა ტვირთბრუნვის მიხედვით, მაგრამ მე-20 საუკუნეში მე-3 იყო ნიუ-იორკისა და როტერდამის შემდეგ. 2000-იანი წლების ბოლომდე ჩინეთის საგარეო ტვირთბრუნვის ნახევარი ჰონგ-კონგზე მოდიოდა, მაგრამ შემდგომ ჩინეთის სხვა პორტების განვითარების შედეგად ჰონგ-კონგის წილი 15%-მდე შემცირდა.

მნიშვნელოვანი დარგია ტურიზმი, რადგან ყოველ წელს ჰონგ-კონგში 30 მლნ-მდე ტურისტი ჩადის და 32 მილიარდამდე დოლარს ხარჯავენ.

მიუხედავად იმისა, რომ 1950-იან წლებში ჰონგ-კონგის ეკონომიკური სასწაული ინდუსტრიალიზაციით დაიწყო, ქვეყნის ეკონომიკაში დღეს მომსახურების სექტორი ლიდერობს, რომელზეც მოდის ეკონომიკის 93%-მდე. 1960 წლიდან 1997 წლამდე მისი ეკონომიკა 180-ჯერ გაიზარდა, ერთ მოსახლეზე შემოსავალი კი 87-ჯერ.

ჰონგ-კონგმა და ცოტა მოგვიანებით სინგაპურმა, კარგად ისარგებლეს დასავლეთის ინტერესებით აღმოსავლეთ აზიაში, შექმნეს ფინანსური, ლოჯისტიკური და სატრანსპორტიო ცენტრები. ამას ძირითადად, ბრიტანული კანონმდებლობით და თავისუფალი ეკონომიკური გარემოთი მიაღწიეს. როდესაც, 1978 წლიდან ჩინეთმა სწრაფი ეკონომიკური განვითარება დაიწყო და გარკვეულწილად, ჰონგ-კონგის კონკურენტიც შეიძლება ყოფილიყო, ამას ჰონგ-კონგი არ დაუზარალებია, პირიქით, ჩინეთის 14-ტრილიონ დოლარიანი ეკონომიკა, მის ახალ შესაძლებლობებად იქცა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა