სამართლის მაგისტრი, LLM, თსუ დოქტორანტი, ადვოკატი, იურიდიული ფირმა “ბიესეიჩ”-ის მმართველი პარტნიორი, ავტორი და წამყვანი გადაცემის "სამართლის საქმის კურსი", “თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაციის“ (FreMa) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

960

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

სერია 11: დასაწყისის დასასრული

 

When one door closes, another opens”

Alexander Graham Bell

ბიზნესი და ადამიანის უფლებები

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ორგანული კავშირი და ურთიერთქმედება არახალია. 2005 წელს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა დანიშნა, ხოლო პანგი მუნმა გაახანგრძლივა, პროფესორ ჯონ რაგის სპეციალური წარმომადგენლის მანდატი.[1] ამ მანდატით, რაგი სამი წლის მანძილზე მუშაობდა პრინციპებზე, შემდეგში რაგის პრინციპების სახელით (Ruggie Principles) ცნობილი, რაზეც არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი დაშენდა, რომლებიც დედამიწის ირგვლივ ბიზნესის და ადამინის უფლებების კავშირის გამყარებას ემსახურება.

რაგის პრინციპების საძირკველს ქმნის სამი სვეტი, “Protect, Respect and Remedy”. ვრცლად და მშობლიურ ენაზე კი:

  • სახელმწიფოს ვალია დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის, ბიზნესის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის დროს;
  • ბიზნესის ვალდებულებაა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და
  • უფლების დაცვის საშუალებების ხელმისაწვდომობა.[2]

 

სურათი გახლავთ ამონარიდი შვეიცარიის ეროვნულ სამოქმედო გეგმის ანგარიშიდან “ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ“[3]

 

2011 წელს, ზუსტად ექვსი წლის თავზე, რაგის შრომა საფუძვლად დაედო, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს [ჩარჩო] სახელმძღვანელო პრინციპებს „ბიზნესის და ადამინის უფლებების“ შესახებ.[4]

მე და ჩემმა სტუდენტებმა, მაშინ ახალგაზრდა, ახლა კი უკვე შემდგარმა იურისტებმა 2016-2017 წლებში წამოვიწყეთ ამ პრინციპების თარგმნა ქართულ ენაზე, ჩვენს საყვარელ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუმცა, მრავალი მიზეზით, მათ შორის, ჩემი მოუცლელობის გამო, დოკუმენტი ვერ დავასრულეთ.

რაც დრო გადის, სულ უფრო მიმძაფრდება სურვილი გადმოვიღო ჯერ კიდევ მაშინდელი თარგმანი და საბოლოო რედაქტირების მადლით საბოლოო სახე მივცე თარგმანს… რატომ ახლა და რატომ რაგი?! ჯერ ერთი, რომ ბიზნესს მისი განვითარების ციკლში უნდა ჰქონდეს ამბიცია მიაღწიოს არა მხოლოდ მოგების უმაღლეს წერტილს, არამედ პატივი სცეს ადამინის უფლებებს [პროგრამა მინიმუმი] და გააცნობიეროს და ჩამოყალიბდეს მაღალი კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ სუბიექტად [პროგრამა მაქსიმუმი].

ასეთი სუბიექტი კი დგამს ნაბიჯს იქ, სადაც სახელმწიფო ვერ ან არაჯეროვნად ასრულებს პირველი სვეტით გათვალისწინებულ ვალდებულებას…[5]

მართალია ქართული ბიზნესი დღეს ძნელბედობას განიცდის, როგორც რიცხვებში, ისე ემოციებში, მით უფრო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მეტად გულდასაწყვეტი სტატისტიკა გვაქვს,[6] არსებობს იმედი, რომ კორპორაციები დაძლევენ პირად ჩრდილებს და ძნელბედობის მიღმა ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დადგებიან.

სურათი, მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტიდან.

—————————————————————————————————————————————————————————–

[1]https://scholar.harvard.edu/john-ruggie/un-guiding-principles#:~:text=It%20is%20based%20on%20three,%2C%20judicial%20and%20non%2Djudicial.
[2] Ibid.
[3] https://www.publiceye.ch/fileadmin/doc/Konzernverantwortung/2016_NAP_Report_E.pdf
[4] https://www.ohchr.org/documents/publications/guidingprinciplesbusinesshr_en.pdf
[5] Public Regulators and CSR: The ‘Social Licence to Operate’ in Recent United Nations Instruments on Business and Human Rights and the Juridification of CSR Buhmann, Karin.Journal of Business Ethics: JBE; Dordrecht Vol. 136, Iss. 4,  (Jul 2016): 699-714. DOI:10.1007/s10551-015-2869-9 ”The UNGP recognize that states have a fundamental duty to protect individuals against human rights violations, not only by the state but also by business. But states may fail in this, and social expectations may go further than states’ legal obligations. Connecting to the SLO argument, the corporate responsibility to respect human rights is described as the basic expectation society has of business.”
[6] https://www.geostat.ge/ka/modules/categories/191/pirdapiri-utskhouri-investitsiebi

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin