"საბჭოთა კავშირმა ყველა სხვა მანკიერ საქმესთან ერთად ქართული გემოც გააქრო. კოლექტიურ აზროვნებას ალბათ კოლექტიური გემო სჭირდებოდა. კოლექტიური ღვინო ნომრებით, კერძების თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა რითაც კავშირში სახელს გაითქვამდი, სტერეოტიპული კვებითი ქცევა და ქართველის ტიპი. ასეთია ჩემი, როგორც ქართველი რესტორატორის მემკვიდრეობა. ამ ყველაფერთან ერთად მემკვიდრეობაა გარემო/ბაზარი, რომელიც 90 იანების სტილის გავლენას ჯერ კიდევ ჭარბად განიცდის და გასტრონომიული ძიების ნაცვლად ტურისტებისგან იოლი ფულის მიღების სურვილითაა გაჯერებული. და სად მივდივარ მე? მე და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები ვამბობთ, რომ ქართული გემო არსებობს, ის არის მრავალფეროვანი,მრავალწახნაგოვა ნი,კუთხური სიმდიდრეებით და ავთენტურობით გაჯერებული და ახალ აღმოჩენებთან ერთად ის უნდა აღდგეს. აღდგეს მსოფლიოსთვის და არა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, რომელიც უმოწყალოდ ექაჩება მას უკან."

გერმანიაში რესტორნებისა და სასტუმროს ბიზნესისთვის კორონას კრიზისი ძლიერი დარტყმა გახდა

2394

გერმანიაში რესტორნებისა და სასტუმროს ბიზნესისთვის კორონას კრიზისი ძლიერი დარტყმა გახდა

გერმანიის ეკონომიკის ექსპერტები ინდუსტრიას აფრთხილებენ გარდაუვალი გაკოტრების შესახებ, ხოლო გერმანიის ფედერალური მთავრობა დახმარების მზადყოფნას უცხადებს სტუმარ-მასპინძლობის ინდისტრიას. ფინანსთა ფედერალური მინისტრი, ოლაფ შოლზი ფინანსური დახმარების პერსპექტივას პირდება სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესს, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდნენ COVID-19 პანდემიის დროს.

მარტის დასაწყისში, გასტრონომიის პრობლემები არ იქნა გათვალისწინებული გერმანიის ხელისუფლების მიერ. სტუმარმასპინძლობის სფერო აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ კვების ბიზნესს არ შეეხო არავითარი შეღავათი. რესტორნები და სასტუმროები ღია წერილით მიმართავენ ხელისუფლებას, წერილიზე ხელს აწერს 220 000 – ზე მეტი კვების ობიექტი, სადაც დაახლოებით 2.4 მილიონი თანამშრომელია სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ.

”რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მდგომარეობას, სტუმარმასპინძლობის სფეროს რა ტიპის დახმარება ესაჭიროება. პირველ რიგში, ჩვენ ვაკვირდებით იმ სექტორებს, რომელსაც დაუყოვნებელი დახმარება ესაჭიროება. სასტუმროსა და რესტორნების ინდუსტრია კი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია.” – თქვა ინტერვიუს დროს, ოლაფ შოლციმ.

პიტერ ალტმაიერმა, ეკონომიკის ფედერალურმა მინისტრმა, განუცხადა “Bild am Sonntag”- ს ინტერვიუში სტუმარმასპინძლობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით: “გასაგებია, რომ რესტორნებს და სასტუმროებს ჭირდება დაუყოვნებლივ დახმარება, რათა კომპანიების უმეტესობა არ გაკოტრდეს.”

გერმანიის სასტუმროებისა და რესტორნის ასოციაცია (Dehoga) ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ მიახლოებით 223 000 კომპანიამ დაკარგა შემოსავალი, რომელიც აპრილის ბოლოს, 10 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ”მთავრობის მხარდაჭერის გარეშე, ყოველი მესამე კომპანია გაკოტრების პირასაა,” – ამბობს Dehoga– ს აღმასრულებელი დირექტორი, ინგრიდ ჰარტსი. ”ეს არის 70,000 კომპანია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ მრავალფეროვნებას ქმნიან”.

“სახელმწიფოს დახმარება ერთადერთი გზაა მცირე კომპანიების გაკოტრების ტალღების თავიდან ასაცილებლად, ისეთი ბიზნესის როგორიცა, ბარები, რესტორნები და კაფეები” ამბობს მემარჯვენე ჯგუფის თავმჯდომარე დიეტმარ ბარხი. ტურიზმის სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, ბერლინის პროფესიული კავშირის მიერ, აღინიშნა: “გასტრონომიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბერლინისთვის და არ შეუძლია გაუმკლავდეს გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისს” იმის გამო რომ საერთაშორისო ფრენები შეჩერებულია პანდემიის გამო, გერმანიის ხელისუფლება კონცენტრირდება შიდა ტურიზმის განვითარებაზე და მის სტიმულირებაზე, იმედია გაუმკლავდებიან კრიზის.

ვინაიდან საერთაშორისო ფრენები შეჩერებულია პანდემიის გამო, გერმანიის ხელისუფლება კონცენტრირდება შიდა ტურიზმის განვითარებაზე და მის სტიმულირებაზე, ჩვენ კი, მივადევნებთ თვალს და მოგაწვდით ერთ თვეში ინფორმაციას, გერმანიაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

 

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

ავტორის სხვა მასალა