"საბჭოთა კავშირმა ყველა სხვა მანკიერ საქმესთან ერთად ქართული გემოც გააქრო. კოლექტიურ აზროვნებას ალბათ კოლექტიური გემო სჭირდებოდა. კოლექტიური ღვინო ნომრებით, კერძების თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობა რითაც კავშირში სახელს გაითქვამდი, სტერეოტიპული კვებითი ქცევა და ქართველის ტიპი. ასეთია ჩემი, როგორც ქართველი რესტორატორის მემკვიდრეობა. ამ ყველაფერთან ერთად მემკვიდრეობაა გარემო/ბაზარი, რომელიც 90 იანების სტილის გავლენას ჯერ კიდევ ჭარბად განიცდის და გასტრონომიული ძიების ნაცვლად ტურისტებისგან იოლი ფულის მიღების სურვილითაა გაჯერებული. და სად მივდივარ მე? მე და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები ვამბობთ, რომ ქართული გემო არსებობს, ის არის მრავალფეროვანი,მრავალწახნაგოვა ნი,კუთხური სიმდიდრეებით და ავთენტურობით გაჯერებული და ახალ აღმოჩენებთან ერთად ის უნდა აღდგეს. აღდგეს მსოფლიოსთვის და არა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, რომელიც უმოწყალოდ ექაჩება მას უკან."

ესპანეთის სტუმარ-მასპინძლობის სფერო 2021 წლის ზაფხულიდან შეძლებს ამოქმედებას

ესპანეთის სტუმარ-მასპინძლობის სფერო 2021 წლის ზაფხულიდან  შეძლებს ამოქმედებას

ესპანეთის გასტრონომიისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია კორონავირუსის პანდემიის გამო გრძელვადიან და რთულ პრობლემას შეეჯახა, რომლის აღმოფხვრასაც წლები დასჭირდება.

 

ესპანეთის ხელისუფლებამ გააფრთხილა ტურისტული, სტუმარ-მასპინძლობისა და კულტურის სექტორი, აგრეთვე საერთაშორისო ტრანსპორტის ინდუსტრია ქვეყნის წინაშე მდგარი სერიოზული პრობლემის შესახებ, რომელიც  COVID-19-ითაა გამოწვეული.

“ესპანეთის ტურიზმის სექტორის ეკონომიკის განახლება და აქტიურობის მოლოდინი მხოლოდ წლის ბოლოდან ივარაუდება” – განაცხადა შრომის მინისტრმა, იოლანდა დიასმა პარასკევს სატელევიზიო ინტერვიუში. 2021 წლის ზაფხულში კი, ქვეყანა სავარაუდოდ, ტურიზმის სექტორის სრულად ამოქმედებას ეცდება. 

ტურიზმის ინდუსტრია შოკურ მდგომარეობაშია და ღელავს. ფინანსთა მინისტრმა და ესპანეთის მთავრობის კოალიციის მემარცხენე პრესმდივანმა მხარი დაუჭირეს პრემიერმინისტრ პედრო სანჩესი მარია იესო მონტეოს გასული კვირის განცხადებას – “ჩვენი ქვეყანა არ აღადგენს ტურისტულ აქტივობებს, სანამ არ იქნება გარანტირებული უსაფრთხოება როგორც მოქალაქებისთვის, რომლებიც ესპანეთში ცხოვრობენ, ასევე მათთვისაც, ვისაც  ესპანეთში მოგზაურობა უნდა.” 

კითხვაზე, როდის შეიძლება გაიხსნას ესპანეთის საზღვრები ტურისტებისთვის, მონტეო ამბობს, რომ უკვე დაწყებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც 2021 წელს საზღვრებზე მკაცრად გაკონტროლდება თითოეული ტურისტი, მაგრამ ზუსტი თარიღები ცნობილი არ არის.

მოგეხსენებათ, ესპანეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც  ყველაზე მეტად დაზარალდნენ COVID-19-ის პანდემიის გამო.

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

ავტორის სხვა მასალა