"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “შკოდა“?

როგორ გამდიდრდა “შკოდა“?

ავტომობილების მწარმოებელი, ჩეხური კომპანიის “შკოდას“ შემოსავალმა 2019 წელს 17 მილიარდი ევრო შეადგინა, მოგებამ კი 1.7 მილიარდი ევრო. კომპანიის აქტივები 10 მილიარდი ევროა. დასაქმებული ჰყავს 33 ათასამდე ადამიანი.

“შკოდას“ ისტორია 1895 წლიდან იწყება, როდესაც 26 წლის ვასლავ ლაურინმა და 29 წლის ვასლავ კლემენტმა ჩეხეთის ქალაქ ბოლესლავში “სლავიას“ ბრენდის ველოსიპედების აწყობა დაიწყეს. ორივე დამფუძნებლები ინჟინრები იყვნენ. ავტომობილების მწარმოებელ კომპანიებს შორის “შკოდა“ 5 ყველაზე უძველესში ხვდება. კომპანიას თავიდან “Laurin & Klement“ ერქვა. 1898 წელს “Laurin & Klement“-მა მოტოციკლეტების გამოშვება დაიწყო და აღმოსავლეთ ევროპაში მოტოციკლეტების მწარმოებელი პირველი კომპანია გახდა. 1900 წელს კომპანიაში 32 ადამიანიშ მუშაობდა და ექსპორტზე 150 ცალი მოტოციკლეტი გაიტანა.

პირველი ავტომობილი 1905 წელს გამოუშვა და გახდა მეორე ჩეხური კომპანია, რომელმაც ავტომობილების წარმოება დაიწყო, პირველი “ტატრა“ იყო. ამ დროისთვის მომავალ “შკოდაში“ უკვე 320 ადამიანი მუშაობდა. ავტომობილის პირველი მოდელი “ Voiturette A“ წარმატებით გაიყიდა და მანქანების გაყიდვა უნგრეთშიც და ავსტრიაშიც დაიწყეს. 1910 წლისთვის კომპანიას უკვე 10 სხვადასხვა მოდელის მანქანა ჰქონდა გამოშვებული. პირველი მსოფლიო ომის დროს სატვირთოა ვტომობილების წარმოებაც დაიწყო, მაგრამ 1924 წლიდან შეწყვიტა.

კომპანია “Laurin & Klement“-ი, “შკოდა“ 1925 წლიდან გახდა, როდესაც ემილ შკოდას მიერ დაარსებულა კონგლომერატმა “Škoda Works“-მა ის შეისყიდა. “Škoda Works“-ს 1859 წელს დაარსდა და ლოკომოტივებს, საფრენ აპარატებს, გემებს, ენერგეტიკულ დანადგარებს და სხვა მრავალ პროდუქციას აწარმოებდა, გარდა ავტომობილებისა. “შკოდამ“ ველოსიპედების და მოტოციკლეტების გამოშვება შეწყვიტა, მხოლოდ ავტომობილების გააგრძელა.

1930 წელა “შკოდას“ ქარხანაში კონვეიერის სისტემა დაინერგა, რამაც საშუალება მისცა დღეში 25 მანქანა აეწყო. ცოტა ხანში კი დღიური გამოშვება 95-მდე გაიზარდა. კომპნიაში უკვე 4 ათასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. ამავე პერიოდში შეიქმნა “შკოდას“ ცნობილი ლოგო, სადაც ისარი და ფრთებია გამოსახული.

“შკოდა“ აქცეტნს ხარისხზე აკეთებდა, მაგრამ 1930-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის გამო შედარებით იაფიანი მოდელების გამოშვება დაიწყო. 1938 წელს “შკოდას“ მანქანების გაყიდვების წილი ჩეხოსლოვაკიაში 39% იყო. ამ დროს 7 ათასზე მეტ მაქნანას უშვებდა წელიწადში.

მეორე მსოფლიო ომიდ დროს, როდესაც გერმანიამ ჩეხოსლოვაკია დაიპყრო “შკოდას“ ქარხნებში საბრძოლო მანქანების და იარაღის წარმოება დაიწყეს. 1945 წელს მოკავშირეების ძალებმა შკოდას ქარხნები დაბომბეს, რომლებიც თითქმის სრულად განადგურდა და 1000-მდე მუშა დაიღუპა. 1945 წელს ომის დასრულების შემდეგ, “შკოდას“ ქარხნების აღდგენა დაიწყო. 1948 წელს კომპანია სოციალისტური დაგეგმვითი ეკონომიკის ნაწილი გახდა. “შკოდამ“ შეწყვიდა კავშირები დასავლეთის ქვეყნების კომპანიებთან და ტექნოლოგიებთან, რაც თანდათან მისი ავტომობილების ხარისხზე აისახა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების წარმოება აღდგა, ის თანდათან ჩამორჩებოდა დასავლეთ ევროპულ და ამერიკილ მანქანებს. 1959 წელს, როდესაც ავტომობილების აშშ-ში ექსპორტის უფლება დართეს, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით იაფი ღირდა, დაბალი გამძლეობის გამო ამერიკის მოსახლეობა ვერ დააკმაყოფილა. “შკოდას“ ავტომობილების მომხმარებელი სოციალისტური ბლოკის ქვეყნები იყვნენ.

1989 წელს, როდესაც კომუნისტურმა პარტიამ ჩეხოსლოვაკიაში მმართველობა დათმო, “შკოდა“ გაიყიდა, ანუ კერძო კომპანია გახდა. კომპანია მისმა მენეჯმენტმა იყიდა, რომლებიც ძირითადად კომპანიის აქტივების ხელში ჩაგდებით იყვნენ დაინტერესებულნი და აკოტრებდნენ. ამ დროს გამოჩნდა გერმანული კომპანია “ვოლკსვაგენი“, რომელმაცთვიდან “შკოდას“ 30% შეიძინა და 1999 წლამდე კომპანიის სრული მფლობელი გახდა. დღემდე “შკოდას“ მფლობელი “ვოლკსვაგენ ჯგუფია“. “ვოლკსვაგენმა“ “შკოდაში“ ჯამში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო. “შკოდა“ ისევ დაბრუნდა ავტომწარმოებელ საუკეთესო ბრენდებს შორის. 1994 წლიდან ცნობილ მოდელების, “Felicia“-ს და “Octavia“-ს წარმოება განაახლა.

2000-იანი წლებიდან “შკოდას“ მანქანების გაყიდვა 100 ქვეყანაში დაიწყო. ყველაზე მეტს გერმანიაში და ჩინეთში ყიდის. ყველაზე მეტი მოდელი “Octavia“ იყიდება, შემდეგ კი 1999 წელს შექმნილი მოდელი – “Fabia“.

2019 წელს “შკოდამ“ 1.2 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა