კავკასიის ბიზნესჯგუფის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი.

რისკების კონტროლი საპენსიო სააგენტოში

Untitled-12 copy

საპენსიო სააგენტოს ფორმირების საწყის ეტაპზე ჩატარდა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების, მათ შორის, ევროდირექტივების კვლევა, გამოიკითხა საერთაშორისო ექსპერტები და დადგინდა შემდეგი:

  • საპენსიო სააგენტოში არსებული საოპერაციო და საინვესტიციო რისკების მონიტორინგის, იდენტიფიცირების, რაოდენობრივი შეფასების, კონტროლისა და რეპორტინგის მიზნით აუცილებელია, არსებობდეს რისკების კონტროლის სტრუქტურა და შესაბამისი მმართველობითი ორგანო – რისკების კომიტეტი;
  • რისკების კომიტეტი უნდა წარმოადგენდეს მმართველობის ორგანოს, რომელსაც აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, მაღალი რანგის სტატუსი და შედგება მინიმუმ სამი წევრისგან.
  • რისკების ყოველდღიური კონტროლის მიზნით უნდა შეიქმნას მთავარი რისკის ოფიცრის პოზიცია;
  • რისკების კონტროლის ფუნქცია თავის გადაწყვეტილებებში უნდა იყოს დამოუკიდებელი ყველა სხვა ფუნქციისაგან;
  • რისკების ეფექტიანი კონტროლის მიზნით საპენსიო სააგენტოში უნდა ჩამოყალიბდეს ეფექტიანი კომუნიკაციისა და ანგარიშგების სისტემა.

გამოყენებული პუბლიკაციები:

  • Stewart,F. (2010), “Pensions Funds’ Risk Management Framework: Regulation and Supervisory Oversight”, OECD Working Papers on Insurance and Private Pensions, No. 40, OECD publishing, OECD;
  • Directive 2013/36/EU[1] of the European Parliament and of the Council of June 26, 2013 on access to the activity of credit institutions and the prudential supervision of credit institutions and investment firms, amending directive 2202/87/EC and repealing Directives 2006/48/EC and 2006/49/EC;
  • OECD CORE PRINCIPLES OF PRIVATE PENSION REGULATION © OECD 2016,
  • Principles for enhancing corporate governance; Basel Committee on Banking Supervision, Bank for international Settlements, October, 2010.
საპენსიო სააგენტოში რისკების კონტროლის ფუნქციის აუცილებლობა
  1. საპენსიო ფონდებსა და ორგანიზაციებს ადგილზე უნდა ჰქონდეთ ადეკვატური რისკის კონტროლის მექანიზმები, ინფრასტრუქტურა, მეთოდოლოგიები, რათა მათ დაარეგულირონ საინვესტიციო, ოპერაციული, მმართველობითი რისკები და ასევე უნდა ჰქონდეთ შიდა რეპორტინგის მექანიზმები.

OECD CORE PRINCIPLES OF PRIVATE PENSION REGULATION © OECD 2016, 18.

Stewart, F. (2010), “Pension Funds’ Risk-Management Framework: Regulation and Supervisory Oversight”, OECD Working Papers on Insurance and Private Pensions, 40, OECD publishing, © OECD, pg. 3.

საპენსიო სააგენტოში რისკის კომიტეტის აუცილებლობა
  1. ინსტიტუციებმა, რომლებიც შეფასდებიან მათი ზომის, შიდა ორგანიზაციული მოწყობისა და ბუნების, საქმიანობის მნიშვნელობისა და სირთულის მიხედვით, უნდა შექმნან რისკის კომიტეტი. კომიტეტი, თავის მხრივ, შედგენილი იქნება მმართველობითი ორგანოს წევრებისგან,  რომლებსაც არ ეკისრებათ  აღმასრულებელი ფუნქციები მოცემულ ინსტიტუციაში. რისკის კომიტეტის წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რომ სრულად გააცნობიერონ და მონიტორინგი გაუწიონ ინსტიტუციის რისკის სტრატეგიას და რისკის  „მადას“.

Directive 2013/36/EU of the European Parliament and of the Council of June 26, 2013 on access to the activity of credit institutions and the prudential supervision of credit institutions and investment firms, amending directive 2202/87/EC and repealing Directives 2006/48/EC and 2006/49/EC, Article 76 (3).

  1. დიდი მოცულობის საპენსიო ფონდებში აუცილებელია ისეთი კომიტეტების შექმნა, როგორიცაა: აუდიტის, რისკის, ანაზღაურების და სხვა კომიტეტები, რომლებიც სამეთვალყურეო საბჭოს თავისი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარება. ამასთან, შესაძლებელია რისკების მართვის ცენტრალიზებული რგოლის, როგორიც არის მთავარი რისკის ოფიცრის პოზიციის, შექმნა.

Stewart,F. (2010), “Pensions Funds’ Risk Management Framework: Regulation and Supervisory Oversight”, OECD Working Papers on Insurance and Private Pensions, No. 40, OECD publishing, OECD, 9.

რისკის კონტროლის ფუნქციის დამოუკიდებლობა და საოპერაციო და საინვესტიციო  ფუნქციებისგან გამიჯვნა
  1. რისკების კონტროლის ფუნქცია დამოუკიდებელი უნდა იყოს საოპერაციო და საინვესტიციო ფუნქციებისგან და უნდა ჰქონდეს საკმარისი უფლებამოსილება, სტატუსი, რესურსები და წვდომა უმაღლეს მმართველობით ორგანოსთან.

Directive 2013/36/EU of the European Parliament and of the Council of June 26, 2013 on access to the activity of credit institutions and the prudential supervision of credit institutions and investment firms, amending directive 2202/87/EC and repealing Directives 2006/48/EC and 2006/49/EC, Article 76 (5).

  1. რისკების კონტროლის ფუნქციის ხელმძღვანელი უნდა იყოს დამოუკიდებელი მაღალი რანგის მენეჯერი, რისკის კონტროლის გამოკვეთილი პასუხისმგებლობით.

Directive 2013/36/EU of the European Parliament and of the Council of June 26, 2013 on access to the activity of credit institutions and the prudential supervision of credit institutions and investment firms, amending directive 2202/87/EC and repealing Directives 2006/48/EC and 2006/49/EC, Article 76 (5).

  1. რისკის სათანადოდ კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია პასუხისმგებლობის გადანაწილება. გადაწყვეტილების მიღების, განხორციელებისა და გადამოწმების ფუნქციები სხვადასხვა პირს / სტრუქტურულ ერთეულს უნდა დაეკისროთ.

Stewart,F. (2010), “Pensions Funds’ Risk Management Framework: Regulation and Supervisory Oversight”, OECD Working Papers on Insurance and Private Pensions, No. 40, OECD publishing, OECD, 9.

  1. შიდა კონტროლის მექანიზმები არაეფექტიანია, როცა ერთი პირი ორ ფუნქციას ერთდროულად ახორციელებს (მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება და ინფორმაციის შენახვა) – ანუ თვითკონტოლი თავიდან უნდა იქნას არიდებული და უნდა მოხდეს სათანადო ურთიერთკონტროლის მექანიზმების დანერგვა.

Stewart,F. (2010), “Pensions Funds’ Risk Management Framework: Regulation and Supervisory Oversight”, OECD Working Papers on Insurance and Private Pensions, No. 40, OECD publishing, OECD, 14.

  1. საპენსიო ფონდის რისკების მართვისათვის გადამწყვეტია რისკების კონტროლის შიდა და გარე მექანიზმები, რომლებიც უნდა ოპერირებდეს ყველა დონეზე და იყოს ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი როგორც უმაღლესი მენეჯმენტის, ისე ყოველი დეპარტამენტის დონეზე. ასეთი მექანიზმის დანერგვის მიზნით აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღების, შესრულებისა და შემოწმების ფუნქციები დაკისრებული ჰქონდეს სხვადასხვა პირს და უზრუნველყოფილ იქნას მათი სათანადოდ ზედამხედველობა. გადაწყვეტილებების მიღების, აქტივების დაცვის, აღრიცხვისა და კონტროლის ფუნქციები გადანაწილებულ უნდა იქნას სხვადასხვა პირზე. აღნიშნული უზრუნველყოფს გაუფრთხილებელი ან/და განზრახი შეცდომების თავიდან არიდებას.

Stewart,F. (2010), “Pensions Funds’ Risk Management Framework: Regulation and Supervisory Oversight”, OECD Working Papers on Insurance and Private Pensions, No. 40, OECD publishing, OECD, 14.

საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი მთავარი რისკის ოფიცერი და რისკების კონტროლის სამსახური
  1. რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მონიტორინგი უნდა განხორციელდეს მიმდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში, მთელი ორგანიზაციის მასშტაბით. რისკების სათანადოდ მართვისთვის ორგანიზაციაში უნდა იყოს დანერგილი ეფექტიანი შიდა კომუნიკაციის სისტემა, რომლის ფარგლებშიც მაღალი რანგის მენეჯმენტს და სამეთვალყურეო საბჭოს მიეწოდება ინფორმაცია იდენტიფიცირებული რისკების შესახებ.

Principles for Enhancing Corporate Governance; Basel Committee on Banking Supervision; Bank for International Settlements, October 2010, 3

  1. მთავარი რისკის ოფიცრის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი რისკის ოფიცერი შესაძლოა ანგარიშვალდებული იყოს დირექტორის ან სხვა მაღალი რანგის მენეჯერის წინაშე, თუმცა ის აუცილებლად ანგარიშს უნდა აწვდიდეს სამეთვალყურეო საბჭოსა და რისკის კომიტეტს. მთავარ რისკის ოფიცერსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის ურთიერთობა რეგულარულ ხასიათს უნდა ატარებდეს და სათანადოდ უნდა იყოს დოკუმენტირებული. რისკების მმართველებს შესაძლოა ჰქონდეთ ორმაგი ანგარიშგების ვალდებულება, თუმცა ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები იმ სტრუქტურული ერთეულებისგან, რომელთა საქმიანობასაც ამოწმებენ რისკების იდენტიფიცირება / კონტროლის მიზნებისთვის.

Principles for Enhancing Corporate Governance; Basel Committee on Banking Supervision; Bank for Internaltional Settlements, October 2010, 18

  1. მთავარ რისკის ოფიცერს უნდა ჰქონდეს სათანადო უფლებამოსილება, სტატუსი და ძალაუფლება ორგანიზაციაში. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებმაც შესაძლოა, წარმოშვას რისკი.

Principles for Enhancing Corporate Governance; Basel Committee on Banking Supervision; Bank for Internaltional Settlements, October 2010, 18

  1. რისკის კონტროლის ხელმძღვანელი არ შეიძლება განთავისუფლებული იყოს საზედამხედველო მმართველობითი ორგანოს მიერ წინასწარი დამტკიცების გარეშე და, საჭიროების შემთხვევაში, ასეთ ხელმძღვანელს საზედამხედველო მმართველობით ორგანოსთან პირდაპირი წვდომის საშუალება უნდა ჰქონდეს.

Directive 2013/36/EU of the European Parliament and of the Council of June 26, 2013 on access to the activity of credit institutions and the prudential supervision of credit institutions and investment firms, amending directive 2202/87/EC and repealing Directives 2006/48/EC and 2006/49/EC, Article 76 (5).

გერმანიის მაგალითი
  1. (გერმანული საპენსიო სააგენტოს) ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიზნებს, რომელ ორგანიზაციულ სტრუქტურაშიც მკაფიოდ არის გამიჯნული არათავსებადი ფუნქციები (ინტერესთა კონფლიქტის თვალსაზრისით).

ჯგუფები ორგანიზაციის შიგნით

პასუხისმგებლობები

მენეჯმენტი

  • ერთიანი სახელმძღვანელო რისკის მართვისთვის, შიდა და გარე მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • ბიზნესისა და რისკის სტრატეგიის განსაზღვრა
  • რისკის ტოლერანტობისა და რისკის აღების შესაძლებლობის განსაზღვრა
  • რისკის სტარეტეგიის მოთხოვნების განსაზღვრა
  • რისკის პროფილის მუდმივი მონიტორინგი და „ადრეული შეტყობინების“ სისტემის დანერგვა

დამოუკიდებელი რისკის კონტროლის ფუნქცია

  • რისკების იდენტიფიკაცია, ანალიზი და რაოდენობრივი შეფასება, როგორც მინიმუმ, აგრეგირებულ დონეზე;
  • პროცესებისა და მეთოდოლოგიების განვითარება რისკების მონიტორინგისა და შესაფასებისთვის;
  • რისკების რეპორტინგი იდენტიფიცირებულ და გაანალიზებულ რისკებზე და რისკების კონცენტრაციის განსაზღვრა;
  • სარეკომენდაციო ლიმიტების დაწესება;
  • ლიმიტებისა და რისკების მონიტორინგი აგრეგირებულ დონეზე და რისკების ლიმიტირებისთვის მიღებული ზომების მონიტორინგი;
  • დაგეგმილი სტრატეგიის შეფასება რისკების კუთხით;
  • ბიზნეს ერთეულების  მიერ რისკების შეფასების ვალიდაცია

მოქმედი ბიზნეს ერთეულები

  • თავიათ ფუნქციონალურ სფეროში წარმოქმნილი რისკების იდენტიფიკაციის, ანალიზისა და დამუშავების იმპლემენტაცია;
  • ამოცანების, პასუხისმგებლობების, წესებისა და კომპეტენციების განსაზღვრა და დოკუმენტირება
 

შიდა აუდიტი

  • ყველა ბიზნეს ერთეულის, პროცესების, პროცედურებისა და სისტემების დამოუკიდებელი განხილვა საკუთარი პროცედურების მიხედვით და ობიექტური ფოკუსირება რისკზე.

Stewart,F. (2010), “Pensions Funds’ Risk Management Framework: Regulation and Supervisory Oversight”, OECD Working Papers on Insurance and Private Pensions, No. 40, OECD publishing, OECD, 35.

[1] ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს მიერ აღებულ იქნა ვალდებულება 2006/48/EC და 2006/49/EC დირექტივების დანერგვასთან დაკავშირებით, 2021 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული დირექტივები მოგვიანებით ჩანაცვლდა 2013/36/EU დირექტივით. აღნიშნული დირექტივა ვრცელდება საინვესტიციო ფირმებზე, რომლებიც 2004/39/EC დირექტივის მიხედვით განმარტებულია როგორც, ნებისმიერი იურიდიული პირი, რომლის რეგულარულ საქმიანობას მესამე პირებისათვის ერთი ან მეტი საინვესტიციო მომსახურების გაწევა ან/და ერთი ან მეტი საინვესტიციო საქმიანობის პროფესიულ საწყისებზე განხორციელება წარმოადგენს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა