Boeing-ის ხელმძღვანელები კრიზისის გამო ხელფასს არ აიღებენ

Boeing-ის ხელმძღვანელები კრიზისის გამო ხელფასს არ აიღებენ

Boeing-ი დივიდენდების გადახდის შეწყვეტას აპირებს. როგორც ცნობილია, კომპანიამ 60 მლრდ დოლარი მოითხოვა სესხისთვის კომპანიის მიმწოდებლებისა და თავად კომპანიისთვის, ვინაიდან მისი მომხმარებელი ავიაკომპანიები კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. აშშ-ის კონგრესი და თეთრი სახლი მუშაობენ დახმარების პაკეტზე, რომელიც ავიაციურ-კოსმოსური ინდუსტრიისკენ იქნება მიმართული.

გარდა ამისა, თანხების დაზოგვის მიზნით, Boeing-ი შეუწყვეტს ხელფასების გადახდას აღმასრულებელ დირექტორსა და თავმჯდომარეს 2020 წლის ბოლომდე.

როგორც ცნობილია, დეივ კალჰუნს, რომელმაც კომპანიის CEO-ს პოზიცია იანვარში დაიკავა, წელს $1,4 მლნ-ის ოდენობის ხელფასი უნდა აეღო. გარდა ამისა, მას ექნებოდა ბონუსები და სხვა სახის შემოსავლებიც კომპანიისგან.

აღსანიშნავია, რომ Boeing-ს პრობლემები კორონავირუსის ეპიდემიის ეფექტებამდეც ჰქონდა. კომპანიის მიერ წარმოებული ბოინგის 737 MAX მოდელის ორი თვითმფრინავის კატასტროფებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აღნიშნულის შემდეგ კომპანიამ ამ მოდელის წარმოება შეაჩერა.