სამშენებლო და სოფლის მეურნეობის ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის JCB-ის ხელმძღვანელმა ბრიტანელმა მილიარდერმა ენტონი ბემფორდმა კარიბის რეგიონში მდებარე ჰოლდინგური კომპანიების აქციები შვეიცარიაში გადაიტანა. Bloomberg-ის ცნობით, შვეიცარიაში არსებული JCB Group Holdings Sarl-ი ამჟამად ბრიტანელი მილიარდერის აქციებს ინახავს.
ეს სტრატეგია ზუსტად ასახავს იმას, თუ როგორ ცდილობენ უმდიდრესი ადამიანები თავიანთი ქონების შენარჩუნებას. JCB-ის ჰოლდინგი კარიბის ზღვაში მდებარე კიურასაოს კუნძულზე 1976 წელს შეიქმნა, როდესაც ეს ტერიტორია ოფშორულ ფინანსურ ცენტრად ითვლებოდა. თუმცა, ბოლო დროს ევროკავშირის მიერ “შავ სიაში” მოხვედრის თავიდან ასარიდებლად კი, კუნძულის მთავრობამ გადაწყვიტა კანონმდებლობა გლობალური სტანდარტებთან თავსებადი გაეხადა.
ამის პარალელურად, მსოფლიო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საგადასახადო სისტემა შვეიცარიამაც შეცვალა. თუმცა, მიუხედავად ამისა, შვეიცარია JCB-ის მსგავსი კომპანიებისთვის მიმზიდველი რჩება, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას კარგი საბანკო ქსელი აქვს და ამ კუთხით “შავ სიაში” მოხვედრის შანსიც დაბალი აქვს.
ცნობისთვის, JCB-ის მსოფლიოს მასშტაბით 22 ქარხანა აქვს, მისი შემოსავალი 2019 წელს $5.6 მილიარდს გაუტოლდა, რაც 2018 წელთან შედარებით 1%-იანი მატებაა. Რაც შეეხება მიმდინარე წელს, კომპანიის გაყიდვები წლის პირველ ნახევარში მესამედით დაეცა, თუმცა JCB აცხადებს, რომ პანდემია კომპანიაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას არ იქონიებს.