ბრიტანეთი და Rolls-Royce მარსამდე ფრენის ხანგრძლივობის განახევრების შესაძლებლობას სწავლობენ

ბრიტანეთი და Rolls-Royce მარსამდე ფრენის ხანგრძლივობის განახევრების შესაძლებლობას სწავლობენ

დიდი ბრიტანეთი და Rolls-Royce მარსამდე ფრენის დროის განახევრების შესაძლო გზას სწავლობენ. ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა და ბრიტანეთის კოსმოსურმა სააგენტომ კვლევის დაწყების შესახებ განაცხადეს, რომელიც მათი თქმით, კოსმოსურ მოგზაურობაში რევოლუცია იქნება. კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ მარსამდე ფრენის დროის ხანგრძლივობის შემცირება შეიძლება 3-4 თვემდე და ეს ბირთვული ძრავითაა შესაძლებელი.

ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადების მიხედვით, ბირთვული ძრავით კოსმოსურ ხომალდს შესაძლებლობა ექნება ორჯერ უფრო სწრაფად იფრინოს, ვიდრე რაკეტის ქიმიურ საწვავზე მომუშავე ძრავს.

“ეს არამხოლოდ დაზოგავს დროს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს რადიაციის დონეს, რასაც ასტრონავტები მარსზე ან სხვა პლანეტებზე გაფრენის დროს იღებენ. რაც უფრო მეტ დროს ატარებ კოსმოსში, დედამიწის მაგნეტოსფეროს მიღმა, მით უფრო მეტ რადიაციას იღებ“, – განაცხადეს ბრიტანეთის კოსმოსურ სააგენტოში.

ცნობისთვის, პირველად ბირთვული ენერგიის კოსმოსურ ინდუსტრიაში გამოყენება 1950-იან წლებში აშშ-ში სცადეს. მეცნიერებმა შექმნეს ხომალდი, რომელიც უკან მიმაგრებული პატარა ზომის ატომური ბომბებით მუშაობდა, თუმცა, 1970-იან წლებში აღნიშნული პროექტი შეჩერდა.