ბრიტანეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში 15.5%-ით გაიზარდა

ბრიტანეთის ეკონომიკა მესამე კვარტალში 15.5%-ით გაიზარდა

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 15.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები CNBC-ის ცნობით, გუშინ გამოქვეყნდა.

ეკონომისტები, რომლებიც მანამდე Reuters-მა გამოიკითხა, მშპ-ს 15.8%-იან ზრდას ელოდებოდნენ წინა კვარტალთან შედარებით.

მესამე კვარტლის ზრდის მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ბრიტანეთის ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო, თუმცა, იმის გამო რომ ბოლო პერიოდში მთავრობამ ერთთვიანი მორიგი ლოქდაუნი გამოაცხადა, წლის ბოლო კვარტალში ეკონომიკური აღდგენის ტემპის შენელებას ელოდებიან.

პარალელურად, მნიშვნელოვანი იქნება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის პოსტ-ბრექსითის შეთანხმების მიღწევა, რომელიც მხარეებს შორის სავაჭრო კავშირებს დაარეგულირებს. ჯერჯერობით ბრიტანეთი და ევროპული ბლოკი საბოლოო შეთანხმებას ვერ აღწევენ. თუ ეს დეკემბრის ბოლომდე არ მოხდება, მაშინ ქვეყანაში კიდევ უფრო გამწვავდება ეკონომიკური პრობლემები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *